ბიზნესი მოითხოვს შედეგებს ! 

ჯიპიეს ტრეკინგი / მონიტორინგი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას თუ სად არის მისი ავტომობილი, სად იყო და სად იქნება შემდეგში.


ჯიპიეს სისტემა ამ ინფორმაციასთან ერთად მომხმარებლისთვის საშუალებას იძლევა გაიგოს - ავტომობილის მოძრაობის სიჩქარე, ძრავის წარმადობა, მძღოლის მართვის მანერები (სწრაფი დამუხრუჭება და ა.შ...), დროის რა მონაკვეთში მივა ავტომობილი დანიშნულების ადილზე და სხვა საჭირო ინფორმაცია. ეს ფუნქციები მენეჯმენტს ათავისუფლებს ფიქრისგან თუ რა ხდება გზაზე, სად არის მძღოლი და აძლევს საშუალებას მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავისი სერვისის გასაუმჯობესებლად.

როგორ შეიძლება ტრანსპორტის მონიტორინგმა მოუტანოს ბიზნესს შემოსავალი ?

კომპანიაში ჯიპიეს მონიტორინგის სისტემის დანერგვით მრავალი პრობლემის გადაწყვეტაა შესაძლებელი, ამასთან ერთად რამოდენიმე ავტომობილის კონტროლი საკმაოდ დიდ დისციპლინას და ისეთ ინფორმაციასთან წვდომას მოითხოვს, რაც სწორ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა. ჯიპიეს ტრეკინგის აპლიკაცია კი ყველანაირ საჭირო ინფორმაციას მოიცავს იმისთვის, რომ თქვენ შეძლოთ ბიზნესის მომგებიანობის გაზრდა.

 

როგორ შეუძლია კომპანიას გაუფრთხილდეს თავის რეპუტაციას ?

ყოველთვის როცა ავტომობილი ტოვებს კომპანიის ტერიტორიას, ის საზოგადოებისთვის კომპანიის სახედ აღიქმება. ჯიპიეს კონტროლის აპლიკაცია საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს მძღოლის მართვის მანერა, შეცირდეს უბედური შემთხვევები და შენარჩუნდეს ავტომობილის მართვის დამაკმაყოფილებელი მანერები. მძღოლების უსაფრთხოება კომპანიის რეპუტაციის უსაფრთხოებაა.

 

 

როგორ უნდა დარწმუნდეს ბიზნესი რომ მომხმარებელი კმაყოფილია მომსახურებით ?

ჯიპიეს მონიტორინგის გადაწყვეტილება მოიცავს შეტყობინებებისა და მარშრუტიზაციის დახვეწილ სისტემებს, რაც საშუალებას აძლევს მეთვალყურეს დარწმუნდეს, რომ კონკრეტული ავტომობილი დროულად მივიდა დანიშნულ ადგილზე და მომხმარებელი კმაყოფილია. მენეჯერებს საშუალება ეძლევათ შეადარონ დაგეგმილი ანგარიშები რეალურ ანგარიშებს და დაადგინონ რომელ მარშრუტს სჭირდება მეტი დრო, შესაბამისად, სწორად გათვალონ მომავალი გამოძახება, გადაადგილება თუ მგზავრობა. მომხარებლის ბედნიერება შეკვეთის წუთიდან ადგილზე მისვლამდე, უზრუნველყოფს კომპანიის კარგ სახელსა და რეპუტაციას.

 

როგორ შეუძლია კომპანიას აკონტროლოს მძღოლები როდესაც ისინი მოძრაობენ ?

ქალაქში თუ ქალაქგარეთ მანქანის აქტივობის მონიტორინგი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჯიპიეს ტრეკინგის აპლიკაცია მომხმარებლისთვის საშუალებას იძლევა გაიგოს სად მდებარეობს კონკრეტული თანამშრომელი დროის კონკრეტულ მომენტში და მიიღოს მოკლე ტექსტური შეტყობინებები როგორც ელ.ფოსტაზე, ასევე მობილურზე დარღვევებისა და საგანგაშო სიტუაციების შესახებ.