GPS კონტროლი
31-08-2018

ავტოტრანსპორტის GPS მონიტორინგის სისტემის შერჩევა

GPS მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს აპარატულ-პროგრამულ პაკეტს, რომელიც გაძლევთ საშუალებას რეალური დროის რეჯიმში თვალი ადევნოთ სატრანსპორტო საშუალებებს.


გარდა მაგისა, სისტემა აფიქსირებს და ინახავს დეტალურ ინფორმაციას ავტომობილების მოძრაობის შესახებ, აგენერირებს რეპორტებს მგზავრობის შედეგებზე, ასევე გატყობინებთ მომხდარ ინციდენტებს და სხვადასხვა მოვლენებს. მონიტორინგის სისტემა ასევე შესაძლებელია იყოს გამოყენებული საწვავის ხარჯების კონტროლისთვის და ჩამოწერისთვის, მძღოლების მიერ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის კონტროლისთვის და სატრანსპორტო საშუელებების ინსპექციისთვის.

ჩვენ შევადგინეთ სახელმძღვანელო, რომელიც დაგეხმარებათ იპოვოთ GPS მონიტორინგის სწორი სერვისი თქვენი ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე. გარდა ავტოტრანსპორტის მონიტორინგის ზოგად საკითხებზე პასუხის გაცემისა, ეს სახელმძღვანელო დაგეხმარებათ მიაქციოთ ყურადღება იმ საკითხებს, რომლებზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება სერვისის არჩევისას.

50-ზე მეტი GPS  მონიტორინგის კომპანიის საქმიანობის ანალიზის საფუძველზე ჩვენ  განვსაზღვრეთ ძირითადი ფუნქციები, რომლების მეშვეობით თქვენ შეძლებთ ავტოპარკის სწორ მართვას და მოგების მიღებას მონიტორინგისგან. ბაზარზე წარმოდგენილი მონიტორინგის კომპანიებიდან  ყველა ვერ შემოგთავაზებთ ისეთ სერვისს და პროგრამულ უზრუნველყოფას, რომლის დახმარებითაც თქვენ შეამცირებთ ხარჯების  და  სწორად წარმართვას ბიზნესს.

GPS მონიტორინგი ცვლის თანამშრომელს, რომელიც უნდა მჯდარიყო ყოველ თქვენს  ავტომობილში. GPS მონიტორინგის დახმარებით თქვენ თვალს ადევნებთ როგორც ავტომობილს,ასევე მძღოლს. პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ დარწმუნდეთ იმაში, რომ თქვენი სატრანსპორტო საშუალებები მუშაბონ ეფექტიანად, ხოლო მძღოლები არიან პასუხისმგებელნი და მათი ტარების სტილი არის უსაფრთხო.
ხარისხიანი მონიტორინგისთვის პირველ რიგში აუცილებელია ავტომობილში დასამონტაჟებელი GPS მოწყობილობების ჯეროვნად შერჩევა. დღეისთვის თანამედროვე მოწყობილობები იყენებენ  გლობალური თანამგზავრული პოზიციონირების (GNSS) რამოდენიმე სისტემას და შემდეგ ტექნოლოგიებს: GPS, GLONASS, GALILEO, BEIDOU, SBAS, QZSS, DGPS, AGPS. აქედან გამომდინარე, ძირითად შემთხვევებში სიგნალის ცდომილება არ აღემატება 3 მეტრს. ავტომობილის ტარების სტილის კონტორლის საშუალებას  პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა აქსელერომეტრის დახმარებით.

მონიტორინგის სისტემის მეშვეობით თქვენ ყოველთვის ხედავთ სად იმყოფება ავტომობილი, შეგიძლიათ ააწყოთ მარშრუტები, მისცეთ დავალება მძღოლებს. დღეს-დღეობით უფრო და უფრო ხშირად პროგრამულ უზრუნველყოფებში გამოიყენება ე.წ. ეკოდრაივინგი, ავტომობილის ტექნიკური მომსახურების მიკვლევა და ავტომობილის ავტომატური დიაგნოსტიკა. ანუ თუ მძღოლი ცუდად ატარებს ავტომობილს, სისტემა ყველა დეტალს დააფიქსირებს, შეაფასებს და შედეგს აჩვენებს მენეჯერს. დაქოქილზე დგომის დროის და, შესაბამისად, გახარჯული საწვავის რაოდენობის გამოთვლა ასევე გახდა ავტოპარკისთვის პრიორიტეტული ფუნქცია.
ყველა ზემოაღნიშნული ფუნქცია გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ ავტოპარკის მუშაობა როგორც ზოგადად, ასევე თვითოეული ავოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის და ეფექტიანობის კუთხით, გაარკვიოთ ავტომობილის ტარების სტილი. ავტოპარკის მუშაობის გასაუმჯობესებლად ბევრ პროგრამულ უზრუნველყოფას მოყვება დისპეტჩერიზაციის მოდული ან დავალებების მართვის მოდული.

მონიტორინგის რომელ ფუნქციებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული  ყურადღება?

ტრეკინგი - საბოლოო ჯამში GPS  მონიტორინგის ძირითადი ფუნქცია არის ტრეკინგი. პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისი  თავიდანვე უნდა იყოს თქვენთვის გასაგები და მოსახერხებელი. ძალიან ბევრი სისტემა დღეს ჯერ კიდევ იყენებს მოძველებულ ცნებებს ინტერფეისში, თეორიულად იმისთვის, რომ თქვენ თვითონ მოირგოთ სისტემა თქვენს მოთხოვნებზე დაყრდნობით. სინამდვილეში კარგი პროგრამული უზრუნველყოფა უნივერსალურია, გათვლილია ნებისმიერი მომხმარებლისთვის და არ საჭიროებს დამატებიტ კონფიგურირებას.

განგაშების სისტემა - პროგრამულ უზრუნველყოფამ უნდა მოგცეთ პროცესების ავტომატიზაციის  საშუალება . რაც უფრო მეტია  ბიზნეს პროცესების ლოგიკის აწყობის საშუალება, მით უფრო მარტივი იქნება სისტემის სამუშაო პროცესში გამოყენება. მაგალითად, არასამუშაო საათებში და დასვენების დღეებში კორპორატიული ავტომობილით სიარული, სიჩქარს გადაჭარბება, ობიექტებთან გაჩერება, ზონაში შესვლა/გასვლა, ზონაში ან ობიექტთან არ მისვლა-რაც უფრო მეტი მოვლენის  დაფიქსირების საშუალებას იძლევა სისტემა, მით უკეთესია თქვენი ბიზნეს პროცესების ანალიტიკისთვის და მართვისათვის.

წვდომა მობილური ტელეფონებიდან - დღესდღეობით ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფას  თან უნდა ახლდეს მობილური აპლიკაცია, ვინაიდან თქვენ უნდა გქონდეთ საშუალება საჭიროების შემთხვევაში თვალი ადევნოთ ავტოპარკს მობილური ტელეფონის მეშვეობით.

უსაფრთხოება -ნებისმიერი ინფორმაცია თქვენი ავტოპარკის შესახებ უნდა იყოს კონფიდენციალური, განსაკუთრებით ეს ეხება სახელმწიფო დაწესებულებების ავტოტრანსპორტს. ცნობილია შემთხვევები, როცა მონიტორინგს აწარმოებდნენ ისეთი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელიც ეკუთვნოდა სხვა სახელმწიფოს კომპანიებს.

მხარდაჭერა და დახმარება - ძალიან მნიშვნელოვანია მონიტორინგის სისტემის მომწოდებელი კომპანიის თანამშრომლების პროფესიონალიზმი, მაღალი კომპეტენცია და მხარდაჭერა ნებისმიერ დროს უმოკლეს ვადებში.

მიუხედავათ იმისა, რომ GPS მონიტორინგის სიტემის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მასზე გამოყოფილ ბიუჯეტს, ნუ აარჩევთ მას მხოლოდ  ღირებულებიდან გამომდინარე. მიიღეთ გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად აკმაყოფილებს შემოთავაზებული სისტემა თქვენი ბიზნესის მოთხოვნებს და რამდენად დაგეხმარებათ იგი ხარჯების შემცირებაში. ყველაზე დაბალფასიანი სერვისის  შერჩევამ შესაძლებელია  დაგაყენოთ იმ ფაქტის წინაშე, რომ სისტემა არ მუშაობს  ან არ გაძლევთ იმ შედეგს, რომელსაც თქვენ ელოდებით.
სისტემის შეძენამდე ჩამოყალიბდით შემდეგ საკითხებზე:
  1. რა ტიპის ინფორმაციის მიღება გსურთ თქვენს ავტომობილზე?
  2. რამდენი ავტომობილი უნდა აკონტროლოთ?
  3. რამდენია მაქსიმალური ბიუჯეტი, გამოყოფილი მონიტორინგის სისტემაზე?
  4. რა პროცესების ავტომატიზაციას შეძლებთ მონიტორინგის სისტემის დახმარებით?
მაგალითად, მარშრუტიზაცია, გამოძახებების დაგეგმვა, თანამშრომლების ანაზღაურების გამოთვლა ?
  1. შეამცირებს თუ არა მონიტორინგის სისტემა საწვავის ხარჯს?
  2. გააუმჯობესებს თუ არა მონიტორინგის სისტემა თქვენი სერვისის ხარისხს?
  3. შეძლებთ თუ არა GPS მონიტორინგის სისტემაში ჩადებული თანხის ამოღებას?
GPS  მონიტორინგის გამოყენების უარყოფითი მხარეები
მონიტორინგის გამოყენების ერთადერთი მინუსი არის თანამშრომლების უარყოფითი დამოკიდებულება. შესაძლებელია მათ არ სურდეთ ასეთი ტოტალური კონტროლი, რომელსაც აღიქვამენ როგორც მენეჯმენტის დაბალ ნდობას. ამ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ გირჩევთ წინასწარ განუმარტოთ თქვენს თანამშრომლებს GPS მონიტორინგის სისტემის დანერგვის მიზანი.