GPS კონტროლი
25-05-2017

ჯიპიეს კონტროლი - მაისის სიახლეები

BETA 3

 

თქვენ ითხოვდით, ელოდებოდით, იმედოვნებით და აი ჩვენც შევძელით ეს. შეეგებეთ ახალ GPSControl Beta. ეს არის მსოფლიოში ყველაზე ფუნქიონალური პროგრამა, რომელშიც თავმოყრილია ყველა თანამედროვე ფუნქცია რასაც კი IoT სფერო მოიცავს. ამასთანავე, წინასწარ გატყობინებთ რომ ამ ეტაპზე ბეტა პროგრამა 100%-ით სტაბილური არ არის. ამიტომაც გთხოვთ თუკი ახალ ვერსიაში რაიმე პრობლემას წააწყდებით შეგვატყობინოთ ელ ფოსტაზე: support@casatrade.ge


GPS Control Pro 2.1.0 აპლიკაციის ახალი ვერსიია iOS-ისთვის.

ჩვენ განვაახლეთ აპლიკაცია iOS სისტემისთვისაც, ახლა ის ბევრად ახალი, მოხერხებული, ლამაზი და სწრაფია. დავამატეთ: რეპორტები, მიმოხილვა, შევცვალეთ ინტერფეისი, გამოვასწორეთ შეცდომები, დავწერეთ უამრავი კოდი. ერთი სიტყვით ეს ყველაფერი უკვე მუშაობს.

რის გაკეთებას ვაპირებთ?

ყველაზე საინტერესო წინ არის! უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუშვებთ აპლიკაციას მობილური თრექინგისათვის. ამჟამად GPS შესაძლებელია იყოს არამხოლოდ თქვენს ავტომობილში. ახალი აპლიკაციის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ პერსონალი, გადაამოწმოთ იმყოფებოდა თუ არა თქვენი თანამშრომელი დავალებაში მითითებულ ობიექტებზე. დავალება? დიახ, თქვენ შეძლებთ GPSControl - ის მეშვეობით გაუგზავნოთ დავალებები თქვენს თანამშრომლებს, აწარმოოთ მიმოწერა მძღოლებთან, და შესაბამისად მიიღოთ ანგარიში დავალების შესრულებაზე. იმყოფებოდნენ თუ არა თქვენი თანამშრომლები ობიექტზე, მაშინ როცა იღებდნენ დავალებებს? გსურთ რომ თქვენმა თანამშრომელმა გამოგიგზავნოთ იმ სტენდის სურათი, რომელიც განლაგებულია კონკრეტულ ობიექტზე? ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნება ჩვენ ახალ პროგრამაში - GPSControl Tracker. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დაინტერესებულ კომპანიებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი მოთხოვნა ჩვენს ელ. ფოსტაზე: info@casatrade.ge და თქვენ შეძლებთ პირველმა გამოსცადოთ ახალი აპლიკაცია. თქვენი დახმარების გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ სწორად გამართული პროგრამის შექმნას - კომპანიებს კი, რომლებიც დაგვეხმარებიან ალფა ვერსიის ტესტირებაში, შეეძლებათ ეს აპლიკაცია სრულიად უფასოდ გამოიყენონ.