GPS კონტროლი
25-05-2018

ინვესტიციების დაბრუნება (ROI) GPSCONTROL დახმარებით

რატომ უნდა გაგიჩნდეთ სურვილი წაიკითხოთ ეს სტატია?
დღეს-დღეობით ცხოვრების ტემპის მკაფიო აჩქარებიდან გამომდინარე ინვესტიციების მოძიებასთან ერთად პირველ პლანზე გამოდის საკითხი რა პერიოდშია შესაძლებელი ჩადებული ინვესტიციის დაბრუნება. ეს სტატია დაგეხმარებათ განსაზღვროთ რა გზით და რა პერიოდში შეძლებთ დაიბრუნოთ ჩადებული სახსრები იმ შემთხვევაში, თუ დაიხმართ GPSControl მონიტორინგის სისტემას.


თქვენ თვალნათლად დაინახავთ ავტოპარკის უსაფრთხოების და პროდუქტიულობის გაზრდას, კლიენტების კმაყოფილების დონის ამაღლებას და ამავდროულად ხარჯების შემცირებას. ყველა მოყვალინი რჩევა უნივერსალურია და მისაღებია როგორც მსხვილი ავტოპარკებისთვის, ასევე ისეთი ტიპის კომპანიებისთვის, რომლის ავტოპარკი შემოიფარგლება რამოდენიმე ავტომობილით.

GPSControl გამოყენების მოლოდინი

მოდით განვსაზღვროთ რას ელოდება კომპანია, როცა იწყებს GPSControl სიტემის გამოყენებას და  სხვა და სხვა უპირატესობებს შორის გავჩერდეთ შემდეგ სამზე:

  • საწვავის ხარჯვის შემცირება
  • პროდუქტიულობის გაზრდა
  • კლიენტების კმაყოფილების დონის ამაღლება

ამ უპირატესობების გათვლა თვალსაჩინოა, რასაც ვერ ვიტყვით, მაგალითად, ეკოდრაივის ან უსაფრთხოების დონის გაზრდის პარამეტრებზე, ვინაიდან რთულია მძღოლების მიერ ავტომობილით მოძრაობისას სიჩქარის გადაჭარბების და მკვეთრი დამუხრუჭების შემთხვევების შემცირებით მიღებული ბიზნეს სარგებელის შეფასება.

ხარჯები

ინვესტიციის ამოღება ( ROI ) გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

ROI = (შემოსავალი-ხარჯი)/ხარჯი

რაც უფრო მაღალია ROI, მით უკეთესია. ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღეთ უფრო მეტი შემოსავალი, ვიდრე ჩადეთ ინვესტიციის სახით.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ROI-ს გამოსათვლელად საჭიროა ვიცოდეთ რა თანხა დაგიჯდებათ  ავტოპარკის  ჩართვა GPSControl ის სისტემაში. ამ სტატიის დაწერის მომენტში ერთი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 120 ლარს, ხოლო მომსახურება-22 ლარს ერთ ავტომობილზე. ვთქვათ, თქვენი ავტოპარკი შედგება 10 ავტომობილისგან, შესაბამისად, დანახარჯი 10 ავტომობილზე პირველი წლის განმავლობაში შეადგენს :

120*10=1200

22*10*12=2640

1200+2640=3840  ანუ საშუალოდ 38,4 ლარი ერთ ავტომობილზე.

მოგება

საწვავის ხარჯი

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ავტოპარკის ხარჯების 30% -ს შეადგენს საწვავზე გაწეული ხარჯები. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ GPSControl-ის სისტემაში ყველაზე მოთხოვნად ფუნქციას წარმოადგენს საწვავის გახარჯვის კონტროლის ფუნქცია, რომლის მიზანია საწვავზე გაწეული ხარჯების კონტროლი და შემცირება.

ჩვენ შეგნებულად ვთქვით უარი დამატებითი სენსორების გამოყენებაზე, ვინაიდან მათი სიზუსტე, ისევე როგორც მძღოლების შესაძლებლობა ჩაერიონ მათ მუშაობაში, არ იძლევა სათანადო შედეგს. საწვავის ხარჯის გამოსაყვანათ გამოიყენება ისეთი პარამეტრები, როგორიც არის: საწვავის საშუალო წვა, საწვავის წვა დაქოქილზე დგომისას, საწვავის წვა დატვირთვისას, საწვავის წვა ზაფხულში და ზამთარში, ასევე საწვავის წვის ავტომატური კორექცია სიჩქარის გათვალისწინებით.


მოდით გადავიდეთ თეორიული მსჯელობიდან რეალურ მაგალითზე. ერთ-ერთმა ჩვენმა კლიენტმა კომპანიამ, რომლის ავტოპარკი შედგება 10 ავტომობილისგან, სისტემაში ჩართვისას გარდა საბაზისო პაკეტისა გააქტიურა ასევე შემდეგი დამატებითი მოდულები:

  • საწვავის მართვა

    ავტომობილებისთვის ლიმიტების დაწესებამ, საშუალო ხარჯის კონტროლმა და დაწესებული ლიმიტის რეალურად გახარჯულთან შედარებამ კომპანიას მისცა საშუალება გამოევლინა რეალურად რამდენი საწვავი იხარჯება 100 კმ-ზე.

  • მარშრუტის დაგეგმვა

    სატრანსპორტო მარშრუტების ოპტიმალური დაგეგმვა და დავალებული ამოცანების შესრულების კონტროლი.

  • არასამუშაო საათებში გადაადგილების კონტროლი

    განგაშების მოდულის მეშვეობით ავტომატური შეტყობინებების დაგზავნა როგორც კომპანიის მფლობელისთვის, ასევე მძღოლებისთვის შემდეგი მოვლენების შესახებ:

    • გადაადგილება არასამუშაო საათებში.
    • დაქოქილი დგომა 10 წუთზე დიდხანს.

    შედეგად კომპანიამ მიიღო შემდეგი სურათი:

    დაყენებამდე

    დაყენების შემდეგ

    გარბენი

    53041

    46315

    საშუალო საწვავის  წვა

    19.6

    17.5

    საშუალო საწვავის დანახარჯი

    10420

    8144

    საწვავის ღირებულება ( 2.28 დიზელი )

    23758

    18568

     

     

    ეკონომია/თვე

     GEL    5,189

    ამ კომპანიის შემთხვევაში ROI გამოდის:

    შემოსავალი (5189) - ხარჯი (3840) / ხარჯი (3840)=35%


    როგორც ხედავთ, კომპანიამ არამარტო დაიბრუნა ინვესტიიის სახით ჩადებული თანხა, არამედ მოგებაშიც დარჩა.


    რა თქმა უნდა, ეს ციფრები განსხვავებულია ყველა კომპანიისთვის და შესაძლებელია თქვენს კომპანიაში ბევრად უკეთესი მდგომარეობაა ავტოპარკის მართვის კუთხით, მაგრამ ჩვენი პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ეყრდნობა 9 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას, გვაძლევს საფუძველს თამამად განვაცხადოთ-ნებისმიერ ავტოპარკში GPSControl-ის დანერგვის შემდეგ ინვესტიციის ამოღება და ხარჯების შემცირების შედეგად მოგების მიღება მოხდება პირველივე 6 თვის განმავლობაში.



    თუ გაინტერესებთ თქვენ კომპანიას და კონკრეტულად თქვენი კომპანიის საქმიანობას როგორ მოერგება ჩვენი სისტემა- დაგვიკავშირდით და ჩვენი თანამშრომლები დეტალურად შეისწავლიან თქვენს ბიზნესმოთხოვნებს და შემოგთავაზებენ ზუსტად თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ პაკეტს და მომსახურებას.