მოვიდა ზაფხული და წინა პლანზე გამოვიდა სირთულეები, რომლებიც აქტუალურია მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გადამზიდავ კომპანიებისთვის. ასეთი ტიპის პროდუქციის, მაგალითად მედიკამენტების, ფეთქებადი ნივთიერებების ან მალფუჭებადი კვების პროდუქტების გადაზიდვისას აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვა. ტრანსპორტირების დროს მძღოლების, დისპეტჩერების და შემკვეთების მიერ ტემპერატურის რეჟიმის და, ამავდროულად, ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლისთის ჩვენი სისტემა იყენებს სპეციალურ გადაწყვეტილებას ტემპერატურის ციფრული სენსორის გამოყენებით.


ტემპერატურის მონიტორინგი რეალურ რეჟიმში

ტრანსპორტის მონიტორინგი   სატვირთო განყოფილებაში ტემპერატურის საფუძვლიანი კონტროლით ხორციელდება  GPS ტერმინალის და მასზე ციფრული ინტერფეისით მიერთებული 1-Wire ტემპერატურის სენსორის მეშვეობით.

სენსორი მაღალი სიზუსტით (ნახევარი გრადუსით) აფიქსირებს ტემპერატურას -55°С დან +80°С მდე. ეს მონაცემები სანავიგაციო ინფორმაციასთან ერთად რეალური დროის რეჟიმში გადმოიცემა GSM ქსელის მეშვეობით GPSControl-ის მონაცემთა ცენტრში. სისტემა განუწყვეტლივ აკონტროლებს ტემპერატურას და ამით უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობეს დისტანციური  მონიტორინგისთვის:

ტემპერატურის რეპორტი დაგეხმარებათ დარღვევების რაოდენობის, დროის, ხანგძლივობის და ადგილმდებარეობის  დადგენაში. ამ რეპორტის მეშვეობით თქვენ დაადგენთ:

GPSControl-ის სერვისები უზრუნველყოფენ გამართული მუშაობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს. სისტემა და მონაცემები ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის მობილური აპლიკაციის ან ბრაუზერის მეშვეობით, სისტემა არ მოითხოვს სპეციალური პროგრამების დაინსტალირებას ორგანიზაციების სერვერებზე და კომპიუტერებზე. ტელემეტრიული მონაცემების განსხვავებული მეთოდით დამუშავების საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პროგრამისტები მზად არიან დაამატონ საჭირო ფუნქციონალები და უზრუნველყონ API მეთოდები თქვენს  კორპორატიულ პროგრამებთან ინტეგრაციისთვის.

დაგვიკავშირდით ახლავე და ჩვენი მენეჯერები მოხარული იქნებიან ჩაგიტარონ გადაწყვეტილების დეტალური პრეზენტაცია აქცენტით თქვენთვის მნიშვნელოვანი ტემპერატურის კონტროლის ფუნქციიაზე და გადაადგილების GPS მონიტორინგზე .