დაქოქილზე დგომისას საწვავის დანახარჯის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ზოგადადად საწვავის ხარჯების შემცირების თვალსაზრისით, ასევე თქვენი ავტოპარკის მწყობრში ყოფნის უზრუნველყოფისთვის.
ავტომობილების დაქოქოლზე დგომა იწვევს საწვავის არასაჭირო ხარჯებს,ტექნიკური მომსახურების დანახარჯების ზრდას და შესაძლებელია გამოიწვიოს ძრავის ექსპლუატაციის ვადის შემცირებაც კი.
მსოფლიო კვლევებმა აჩვენა რომ ავტომობილები დაქოქილზე დგომისას გამოყოფენ CO2- ის დიდ რაოდენობას.ზოგიერთ ქვეყანაში უკვე შესულია ძალაში დაქოქილზე დგომის წინააღმდეგ რეგულაციები მავნე გამონაბოლქვის გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების დასაძლევად.
მიუხედავად ამ პრობლემის გლობალური აღიარებისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ავტომობილის მძღოლები არიან ფოკუსირებული საკუთარ სამუშაოზე.დიდწილად მოცდენების შემცირება შესაძლებელია მხოლოდ სიტუაციისადმი კომპლექსური მიდგომით.
სად და როგორ გროვდება მოცდენები?
- საცობები
- საქონლი ჩატვირთვა/ამოტვირთვა
- ავტომობილში ჩართული გათბობა /კონდიცირება (ზამთარი/ზაფხული)
ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ერთ სამუშაო თვეში 50 მსუბუქი ავტომობილი ჩართულლი ძრავით უმოძრაოდ დგას 1000 წუთზე დიდხანს.მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ გაჩერებულ ავტომობილზე ძრავის ერთსაათიანი მუშაობა უდრის სვლის დროს საწვავის საშუალო დანახარჯს 10 კილომეტრზე.აქედან გამომდინარე, თუ ძრავის მოცულობა შეადგენს 2 ლიტრს ,ხოლო საშუალო წვა 100 კილომეტრზე 10 ლიტრს, უქმე სვლის დროს საწვავის დანახარჯი იქნება 1 ლიტრი საათში.გამოდის, რომ 1000 ლიტრი საწვავი უბრალოდ იკარგება დაქოქილი დგომის შედეგად. საშუალოდ ეს ციფრი შეადგენს გავლილი მანძილიდან 10%. აქვე აღსანიშნავია, რომ საცობში საწვავის დანახარჯი იზრდება დაახლოებით 3 ლიტრით.
როგორ შევამციროთ მოცდენები?
პირველ რიგში საჭიროა ავტოპარკის მუშაობის სფეროს დეტალური შესწავლა და იმ სატრანსპორტო საშუალების სახეობების განსაზღვრა,რომლებთანაც საჭიროა მუშაობა.მხოლოდ ძირფესვიანი შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია იმ ცვლილებების დაგეგმვა და განხორცილება,რომლებიც გამოიწვევენ ავტოპარკის მუშაობის ეფექტურობის და შესაბამისად კომპანიის მოგების გაზრდას .აქვე უნდა გაითვალისწინოთ, რომ ამ ტიპის ცვლილება ინერგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მძღოლები გაივლიან სწავლებას, რომელიც დაეხმარებათ მათ იმ უარყოფითი გავლენის გაცნობიერებაში, რომელსაც ახდენს უქმე სვლა კომპანიის ხარჯებზე. მიზანშეწონილია კომპანიის პოლიტიკის შემუშავება,რომელიც გულისხმობს საუკეთესო მძღოლების წახალისების დაქოქილზე დგომის მაჩვენებლის შემცირების შემთხვევაში .
ამდაგვარი ანალიზის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ავტოპარკის მართვის სისტემა ვინაიდან იგი შეიცავს ინფორმაციას სატრანსპორტო საშუალებების მოცდენის ხანგრძლივობის შესახებ:
- სად და რამდენი ხანი იდგა თქვენი ავტომობილი დაქოქილი ძრავით;
- დაქოქილი ძრავით დგომისას გახარჯული საწვავის რაოდენობა;
- როგორია მოცდენის რეალური ღირებულება თქვენი ავტოპარკის ბიუჯეტში;
- ბარათის წამკითხველის გამოყენებით ზუსტად დაადგინოთ რომელი მძღოლი იმყოფებოდა ამ დროს მანქანაში;
გარდა ამისა, სისტემის მეშვეობით შესაძლებელია დამხმარე სენსორების გამოყენება, რომლებიც გამოსცემენ ხვოვან სიგნალს იმ შემთხვევაში თუ ავტომობილი დაშვებულ დროზე დიდ ხანს დგას ჩართული ძრავით.
ზემოაღნიშნული საკითხების შესწავლა დაგეხმარებათ ისეთი სტრატეგიის ჩამოყალიბებაში,რომელიც მოგცემთ საშუალებას გაზარდოთ თქვენი ავტოპარკის საოპერაციო ეფექტურობა და შეამციროთ/ აღმოფხვროთ უსაფუძვლო მოცდენები.
GPSControl ® სისტემა აკონტროლებს საწვავის რაოდენობას რომელსაც მოიხმარს თქვენი ავტოპარკი დაქოქილზე დგომისას და დაქოქილზე დგომის ჯამურ დროს ავტოპარკის ყოველი მანქანისთვის.ამით ხდება კომპანიების ისეთი მოთხოვნების დაკმაყოფილება, როგორიცაა საწვავის დანახარჯის და დაქოქილზე დგომის დროის მონაცემების ეფექტური მონიტორინგი.
გაიგეთ დღეს როგორ შეუძლია GPSControl ® შეამციროს ძრავის მოცდენები.