GPS კონტროლი
28-01-2021

ფლობის საერთო ღირებულების შემცირება ( TCO )

იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლება შეამციროთ ფლობის საერთო ღირებულება ( TCO ) თქვენი ავტოპარკის პროფილაქტიკური მომსახურებით, წარმოადგენს  ხარჯების შემცირების და არაეფექტიანობის თავიდან აცილების გასაღებს.


როგორც ავტოპარკის მენეჯერს, თქვენ, რა თქმა უნდა გესმით რომ TCO-ს საფუძვლიან ცოდნას აქვს  გადამწყვეტი მნიშვნელობა ავტოპარკის ჯამური ხარჯების შემცირებისათვის და იმის შეფასებისათვის თუ რამდენი რეალური ინვესტიცია შესაძლებელია მოიზიდოს თქვენი კომპანიისთვის აქტივების შესაძენად. TCO-ს ცოდნა მოგცემთ საშუალებას მიიღოთ უფრო საფუძვლიანი ფინანსური გადაწყვეტილებები და გააკეთოთ უფრო ზუსტი პროგნოზები.

არსებობს თქვენი ამჟამინდელი და ახალი ავტოპარკის  TCO-ს მინიმიზაციის რამოდენიმე  ხერხი და მინიმიზაციის შესანიშნავ საწყის წერტილად შეიძლება გამოიყენოთ  პროფილაქტიკური მომსახურება. თქვენი ავტოპარკის TCO-ს შემცირება მოითხოვს დაგეგმვასა და დისციპლინას თქვენი ავტოპარკის მართვის ყველა სახის საქმიანობაში, და აქ მოცემულია რამდენიმე ღირებული პრაქტიკა, რომლებიც დაგეხმარებათ ზემოაღნიშნულში:

 

  • ყოვლდღიურად შეამოწმეთ ავტომანქანა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ცვეთას რათა უზრუნველყოთ იდეალური პირობები ავტომობილის მოძრაობისათვის;
  • აწარმოეთ ჩანაწერები ავტომანქანების ტექნიკური და უსაფრთხოების შემოწმების , სატრანსპორტო საშუალებების დეფექტების აღმოჩენის და სარემონტო სამუშაოების განრიგებზე;
  • მოემსახურეთ თქვენს ავტომანქანებს მწარმოებლების მიერ მითითებული მომსახურების ინტერვალების შესაბამისად;
  • აკონტროლეთ ზეთის და საწვავის დონეები, წნევა საბურავებში, უკანა ხედვის სარკეების, წინა საქარე მინის, ფარების, მუხრუჭების და საკი სისტემის მდგომარეობა.
  • აწარმოეთ ავტოპარკის აქტივების რეესტრი, რომელშიც იქნება ჩამოთვლილი ყველა სატრანსპორტო საშუალების ტიპი, სარეგისტრაციო და სალიცენზიო მონაცემები, ასევე ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების ყოველ შემოყვანაზე და შეცვლაზე;
  • შეამოწმეთ ელექტრონული კომპონენტები, ისეთები როგორიც არის აკუმულატორი და დაცვითი აღჭურვილობა, მაგალითად, უსაფრთხოების ღვედები.
  • ასევე მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სატრანსპორტო საშუალების ცვეთა დამოკიდებულია იმ საგზაო პირობებზე, რომლებშიც მუშაობს ავტოპარკი, მაგალითად მეგაპოლისებში ტარების ცუდი სტილის გამო მუხრუჭები ცვდება უფრო მალე.

TCO-ს ანალიზის ჩატარება და ავტოპარკის პროფილაქტიკური მომსახურების დანერგვა მოგცემთ საშუალებას შეამციროთ ავტოპარკის ხარჯები, რასაც მოყვება უფრო მნიშვნელოვანი ფულადი სახსრების ეკონომია. რაც უფრო კარგად ხართ ინფორმირებული თქვენი ავტოპარკის ხარჯებზე, მით უფრო მარტივია რენტაბელობის მეთოდების განსაზღვრა და დანერგვა, უფრო სტრატეგიული და გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.

თქვენ შეგიძლიათ მარტივად დააკონფიგურიროდ GPSControl ისე, რომ მიიღოთ შეტყობინებები ავტომობილების მიერ წინასწარ განსაზღვრული გარბენის მიღწევის თაობაზე ან /და ძრავის მუშაობის საათების კრიტიკულ რაოდენობამდე მიღწევაზე, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროფილაქტიკურ მომსახურებას.

გსურთ ავტოპარკის ხარჯების შემცირება? დაგვიკავშირდით ეხლავე! info@casatrade.ge