ოპტიმიზაციით, ავტომატიზაციითა და რევოლუციონერული ტექნოლოგიებით, გარდავქმნით თუ როგორ გადაადგილდებიან მანქანები, მოწყობილობები და ადამიანები მთელი მსოფლიოს გარშემო.
ინდუსტრიის წამყვანი სერვისების და გადაწყვეტილებების სრული არსენალი ჩვენი კლიენტებისთვის საქმეში რთავს ინოვაციას, ავტომატიზაციას და დაკავშირებულ მონაცემებს, რათა მათ თავი იგრძნონ უფრო დაცულად, ეფექტურად და პროდუქტიულად. 2009 წლიდან, 30ზე მეტი პროფესიონალი თანამშრომლის დახმარებით, ჩვენ განუწყვეტლივ ვქმნით და ვანვითარებთ მოწინავე ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს
დაათვალიერეთ კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები წლების მანძილზე
გაიშვა Tempohub სისტემის მეორე ვერსია. სისტემაში შედის ფუნდამენტური ცვლილებები, შესაძლებელია დამატებითი ფუნქციების გამოყენება
გაიშვა Tempohub სისტემის მეორე ვერსია. სისტემაში შედის ფუნდამენტური ცვლილებები, შესაძლებელია დამატებითი ფუნქციების გამოყენება
მოხარულები ვართ წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი პროდუქტი - Tempohub ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგის სისტემა ნებისმიერი ტიპის საწყობებისათვის.
"GPSControl Connect "-ის მობილური აპლიკაცია განახლდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქციონალი დაემატა
ჩართული მანქანების რაოდენობამ გადააჭარბა 20000!
გავედით ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე და განვახორციელეთ პირველი საცდელი GPS ტრეკერების მონტაჟები
ჩართული მანქანების რაოდენობა შეადგენს 17438!
GPSControl სისტემა კვლავ იცვლება,სისტემაში შედის ფუნდამენტალური სიახლეები.მზად არის მომხმარებლებისთვის წარსადგენად GPSControl მე4 ვერსია.
GPSControl გადის ფრანგულ ბაზარზე.
GPSControl ის მესამე ვერსიას დაემატა ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციოანლი, რომლის მეშვეობით სისტემა გასცდა უბრალოდ მონიტორინგის სისტემის ფარგლებს და გახდა ავტოპარკის მართვის სრულფასოვანი სისტემა.
GPSControl -ის სისტემით დაინტერესდნენ აზერბაიჯანის კომპანიები. სისტემის მარტივი და მოქნილი ფუნქციონალის დამსახურებით Parkcontrol უკვე აზერბაიჯანშიც ამუშავდა.
გაიშვა GPSControl სისტემის მესამე ვერსია. კომპანიის ორივე ძირითადი პროდუქტი“ GPSControl“ და “Park Control” გატანილ იქნა საერთაშორისო ბაზარზე.
შეიქმნა GPSControl -ის პირველი და დღემდე ერთადერთი ქართული აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვის. (Android & iOS)
GPSControl სისტემაში ჩართული ავტომობილების რაოდენობამ გადააჭარბა 4000!
GPSControl-ში ჩართული ავტომობილების რაოდენობა გასცდა 2000 ერთეულს !
GPSControl სისტემის მომხმარებლების მოთხოვნების საფუძველზე ფუნქციონალს ნელ-ნელა ემატება სხვადასხვა დამატებითი შესაძლებლობები, ამ ცვლილებების შედეგად გაეშვა GPSControl -ის მეორე ვერსია.
კომპანიამ განაგრძო მუშაობა ავტომატური პარკინგების სისტემების კუთხით, განავითარა სხვადასხვა შეკვეთების მნიშვნელოვანი ნაწილები და ნიუანსები და შეკრა ერთიანი პროდუქტი- “Park Control”, რომლითაც მოიპოვა ლიდერის პოზიცია პარკინგების მართვის სისტემების ქართულ ბაზარზე.
"GPS Control"-ის ავტომობილების რაოდენობა აღემატება 1500-ს!
GPSControl სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ავტომობილების მონიტორინგით დაინტერესებულ კომპანიებში და კერძო პირებში.შედეგად GPSControl ის სისტემაში ჩართული ავტომანქანების რაოდენობამ გადააჭარბა 1000!
"კასატრეიდის გუნდმა გადაწყვიტა ახალი მიმართულების ათვისება და დაიწყო მუშაობა ავტომატური პარკინგების სისტემების დანერგვაზე.შედეგად 2011 წელს გაეშვა ჩვენი პირველი პარკომატი .
კომპანიამ მოსინჯა ძალები ძალიან მოთხოვნადი მიმართულების- ავტომობილების GPS მონიტორინგის სფეროს-ათვისებაში: შექმნა GPSControl სისტემის პირველი ვერსია, რომელმაც მოიპოვა საპატიო, ყველაზე გაყიდვადი პროდუქტის სახელი.
ჩვენ გავხდით ბაზრის ლიდერები ხელის პორტატულ კომპიუტერების გაყიდვა-მომსახურებაში.
კომპანიამ პირველად საქართველოში შექმნა სალარო აპარატის კონტროლერი.
2009 წელს კომპანია „ნეოტექის“გან გამოიყო პროფესიონალების გუნდი , რომელმაც აიღო გეზი ისეთი მიმართულებების ათვისებაზე, რომლების აშკარა ნაკლებობა იგრძნობოდოდა საქართველოს ბაზარზე. კომპანიამ პირველი ნაბიჯები გადადგა სავაჭრო სისტემების შემუშავებაში.
თუ გსურთ და თვლით, რომ მზად ხართ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე სამოტივაციო წერილთან ერთად: