GPS კონტროლი
25-09-2023

განგაშების დამატება GPSControl მობილური აპლიკაციიდან

GPSControl მონიტორინგის სისტემა უკვე 14 წელია რაც ბაზარზეა და ყოველწლიურად მისი მომხმარებელთა რიცხვი უფრო მეტად იზრდება. მოთხოვნის ზრდასთან ერთად კი ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ და განვაახლოთ პროგრამის ფუნქციები. ამ სტატიაში მოგიყვებით, GPSControl-ის გაუმჯობესებული მობილური აპლიკაციის შესახებ, სადაც უკვე მარტივად შეგიძლიათ თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე შექმნათ სასურველი ტიპის განგაში.








ხშირია შემთხვევები, როდესაც თანამშრომლები კომპანის მიერ დაგეგმილ მარშუტს არღვევენ და სამუშაო საათების პერიოდში პირადი მიზნებით სხვა ლოკაციაზე გადაადგილდებიან, რაც იწვევს ზედმეტ ხარჯსა და არაეფექტურად შესრულებულ სამუშაოს. სწორედ ამიტომ GPSControl-ის, მობილურ აპლიკაციაში ჩვენ განვახორციელეთ ფუნქცია, რომელიც დაფუძნებულია წინასწარ განსაზღვრული პირობების დარღვევაზე, კონკრეტული ავტომობილის ჭრილში, რომლის საშუალებითაც ქმნი სასურველ განგაშს და ხარ მუდმივად ინფორმირებული ავტომობილის შესახებ.







შენს GPSControl მობილურ აპლიკაციაში, კონფიგურაციის ველიდან შეძლებ შექმნა სასურველი განგაში, დააფიქსირებ განგაშის დეტალური პირობებს და სახელს, რომლითაც შემდგომ აისახება შემოსული განგაში, შეტყობინებების გრაფაში მიუთითებ ერთ, ორ ან/და სამ პიროვნების ტელეფონის ნომერს ან ელ-ფოსტას, რომლებსაც გაეგზავნება განგაში დაფიქსირების შემთხვევაში. მომხმარებლების ველში კი შეძლებ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიო ის იუზერები, რომლებთაც მხოლოდ სისტემურად გაეგზავნებათ განგაში.


გამოსცადე განახლებული აპლიკაცია და გაგვიზიარე რის დამატებას ისურვებდი შენს GPSControl მობილურ აპლიკაციაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს გამოხმაურებას