მიიღეთ საიმედო ინფორმაცია საწვავის ფაქტობრივი მოხმარების შესახებ.

ავტომობილში დამატებითი მოწყობილობის დაყენების შემთხვევაში, თქვენ გეძლევათ საშუალება მიიღოთ ინფორმაცია ავტომობილში ჩასხმული და გახარჯული საწვავის რაოდენობის შესახებ როგორც ცხრილური, ასევე გრაფიკული სახით, რაც დაგეხმარებათ საწვავის სავარაუდო მოპარვის შემთხვევების დადგენაში.


ასევე დამატებითი ბორტ კომპიუტერის ინფორმაციის წამკითხველის დახამრებით გამოითვლება წვა 100კმ საწვავის ერთი ჩასხმიდან მეორემდე.


იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ "Gulf"-ს ან "Socar"-ს საწვავით, წინასწარ შეყვანილი საწვავის ბარათების რეგისტრაციის შემდეგ სისტემაში ხელმისაწვდომია  დეტალური ინფორმაცია საწვავის ჩასხმების შესახებ.


სისტემაში წინასწარ შეყვანილ მონაცემებზე დაყრდნობით რეპორტის სახით ნაჩვენები იქნება საწვავის დანახარჯი მოძრაობისას, საწვავის დანახარჯი დაქოქილზე, დგომისას და ასევე დაწესებული საწვავის ლიმიტის გადაჭარბება.