GPS კონტროლი
01-03-2019

თქვენი ოჯახის წევრების ადგილსამყოფელის დადგენა

ძალიან ხშირად მოგვმართავენ კლიენტები, რომლებსაც სურთ შეიძინონ პერსონალური ტრეკერები, ჩვენ კი უარს ვეუბნებით მომსახურებაზე, ვინაიდან ვთვლით, რომ დღეს-დღეობით  არსებობს ბევრად უფრო მოხერხებული ინსტრუმენტი ოჯახის წევრების ადგილმდებარეობის დადგენისთვის და ეს არის Google Maps.


ჩვენ გვინდა გიამბოთ თქვენი ოჯახის წევრების უსაფრთხოების  უფასო  კონტროლის საშუალებაზე - Android და iOS მობილური რუკების ფუნქციაზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას გაუზიაროთ თქვენი ადგილმდებარეობა ნებისმიერ შერჩეულ კონტაქტს .

 „სად ხარ? რამდენ ხანში მოხვალ?“-ეს შეკითხვები ხშირად ისმევა მაშინ, როცა სტუმრებს ველოდებით ან  შეხვედრაზე ვთანხმდებით და ამ შეკითხვების თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ  Google-ის მობილური რუკების ახალი ფუნქცია, რომლის დახმარებით თქვენ აღარ მოგიწევთ ტელეფონით მოყოლა სად იმყოფებით და სად აპირებთ წასვლას. სულ რამდენიმე დაკლიკვით თქვენი ადგილმდებარეობა შესაძლებელია გაეგზავნოს ნებისმიერ კონტაქტს. შერჩეულ კონტაქტებს მიუვათ შეტყობინება, რომელზეც დაჭერისას ბმულის მიმღები შეძლებს რეალური დროის რეჟიმში თქვენი გადაადგილებისთვის თვალის დევნას როგორც მობილურ აპლიკაციაში, ასევე პერსონალური კომპიუტერის დესკტოპზე.

თქვენი მარშრუტის ბმულის გასაგზავნად გახსენით Google Maps-ის გვერდითი მენიუ და დააჭირეთ „Location Sharing”.  სასურველი კონტაქტის არჩევის  და ბმულისთვის აქტივობის პერიოდის მითითების შემდეგ კონტაქტს ექნება შესაძლებლობა დაინახოს თქვენი ადგილმდებარეობა:
ჩვენ არ გირჩევთ ჯიბის GPS ტრეკერების შეძენას იმ იმედით, რომ მუდმივად გააკონტროლებთ თქვენს შვილებს. პირველ რიგში გვინდა შეგახსენოთ, რომ GPS ტექნოლოგია მუშაობს მხოლოდ ცის პირდაპირი მხედველობის შემთხვევაში, შენობაში ყოფნისას თქვენ ან საერთო ვერანაირ კოორდინატებს ვერ მიიღებთ, ან კოორდინატების ცდომილება შესაძლებელია შეადგენდეს 500-2000 მეტრს. გარდა ამისა, ყველა ჯიბის ტრეკერი, რომელიც ჩვენ შევამოწმეთ (დაგვიჯერეთ, ჩვენ ძალიან ბევრი  სხვადასხვა ღირებულების ტრეკერი შევამოწმეთ) არა მხოლოდ ცდომილებით გადმოსცემენ ადგილმდებარეობას, არამედ ინფორმაციის ხშირი განახლების შედეგად მუშაობენ მაქსიმუმ 8-12 საათი- რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ამზადებთ ბავშვს ოლიმპიადისთვის და არ ატარებინებთ 10 კილოგრამიან აკუმულატორს.
და როგორ მიაღწია Google-მა ასეთ სიზუსტეს? Google იყენებს ობიექტის ადგილმდებარეობის დადგენის რამდენიმე მეთოდს:

  1. GPS
  2. ტრიანგულაცია (ადგილმდებარეობის დადგენა GSM ანტენების დახმარებით)
  3. WiFi კოორდინატები (დიახ, თქვენს IP მისამართს ასევე გააჩნია ფიზიკური მისამართი)
  4. პოზიციონირება სხვა მობილური ტელეფონების ადგილმდებარეობის გამოყენებით- თქვენი მობილური ტელეფონის ადგილმდებარეობის კორექტირება ხდება უახლოეს რადიუსში მყოფი სხვა აქტიური მობილური ტელეფონების გადმოცემებიდან გამომდინარე.
როგორც ხედავთ, სიზუსტის თვალსაზრისით, Google-ს ბევრად მეტი შესაძლებლობა გააჩნია, ვიდრე  ნებისმიერ ხელის ტრეკერს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში წარმოებულია ჩინეთში. თუ გსურთ უფრო დაწვრილებით  შეისწავლოთ როგორ მუშაობს Google Maps Family Locator, იხილეთ ვიდეო ხოლო თუ თქვენი საქმიანობა მოითხოვს  ავტომობილების პროფესიონალურ ტრეკინგს და მართვას, ჩვენი პლატფორმა GPSControl  ყოველთვის დაგეხმარებათ  ამ ამოცანების მაღალ დონეზე გადაჭრას.