როგორ ვაკონტროლოთ გაქირავებული ავტომობილი
დამატებითი შემოსავლის ძიებაში ბევრი ავტომობილის მფლობელი იწყებს ფიქრს საკუთარი ავტომობილის/ავტომობილების გაქირავებაზე.
სად არის ავტომობილი
ნებისმიერ მომენტში თქვენ შეგიძლიათ რუკაზე ნათლად დაინახოთ სად მდებარეობს ავტომობილი - ამისთვის საკმარისია უბრალოდ შეხვიდეთ მონიტორინგის სისტემაში.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია რომ ავტომობილი არ გაცდეს თბილისს ან კონკრეტულ რეგიონს - დააფიქსირეთ ეს პუნქტი ხელშეკრულებაში, ხოლო ამ პირობის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ GPSControl. მონიტორინგის სისტემაში რუკაზე განსაზღვრეთ გეოზონა, რომელსაც არ უნდა ტოვებდეს ავტომობილი (მაგალითად, თბილისი - თუ თქვენ აქირავებთ ავტომობილს ამ ქალაქში), დააკონფიგურირეთ განგაშები და იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი დატოვებს მონიშნულ გეოზონას - თქვენ მომენტალურად მიიღებთ სმს შეტყობინებას ან ელექტრონულ წერილს.
როცა იცით თქვენი ავტომობილის ადგილმდებარეობა, თქვენ არ გეშინიათ მისი გატაცების, და იმ შემთხვევაშიც თუ ავტომობილი გაიტაცეს, თქვენ შეძლებთ ავტომობილის ძრავის დისტანციურად დაბლოკვას სმარტფონის, პლანშეტის ან პერსონალური კომპიუტერის დახმარებით და GPS ტრეკერის დახმარებით მისი ადგილმდებარეობის გაგებას.
როგორ გავაკონტროლოთ გარბენი დისტანციურად
თქვენ შეძლებთ გარბენის და გახარჯული საწვავის შესახებ საიმედო ინფორმაციის მიღებას ელექტრონულ ფოსტაზე წინასწარ განსაზღვრული სიხშირით მიღებული ანგარიშების დახმარებით. ანგარიშები სისტემის მიერ გენერირდება ავტომატურად და მძღოლი ვერ მოახერხებს მონაცემების გაყალბებას. ასევე თქვენ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ შეხვიდეთ სისტემაში და გააკონტროლოთ გარბენი ონლაინ რეჟიმში.
რამდენად კარგად ატარებს მძღოლი ავტომობილს
არსებობს მოსაზრება - სხვისი ავტომობილის მართვისას მძღოლი თავს გრძნობს უფრო თამამად და ასეთი მართვის სტილით უბრალოდ „კლავს მანქანას“. GPS მონიტორინგის სისტემა GPSControl დაგეხმარებათ ამ ასპექტის გაკონტროლებაში. სქორინგის სისტემა ითვალისწინებს გზებზე დაწესებულ შეზღუდვებს და აფიქსირებს ავტომობილების სახიფათო მანევრებს. ავტომობილის მართვის ანალიზის საფუძველზე დგება დარღვევების დეტალური ჟურნალი. ავტო-საგზაო შემთხვევის ან ავტომობილის დეტალების ნაადრევი ცვეთის შემთხვევაში, თქვენ შეძლებთ იმის დამტკიცებას, რომ პრობლემის გამომწვევი მიზეზი არის მძღოლის აგრესიული ტარების მანერა და არ გადაიხადოთ ავტომობილის შეკეთება.
ტექდათვალიერების დაგეგმვა და დიაგნოსტიკა
ჩვეულებრივად გეგმიური ტექნიკური დათვალიერება ტარდება მფლობელის ხარჯზე, ასე რომ თქვენ თვითონ მოგიწევთ ვადების კონტროლი. თუ თქვენ მფლობელობაში რამოდენიმე ავტომობილია, ყველა ვადის დამახსოვრება და გაკონტროლება რთულია. GPSControl -ის სერვისი წინასწარ შეგატყობინებთ რომ დროა გეგმიური სამუშაოების ან გადაუდებელი რემონტის ჩატარება.
ტექნიკური მომსახურების განრიგი დგება ავტომატურად - ექსპლუატაციის მონაცემებზე, მათ შორის გარბენზე და მოტოსაათებზე, დაყრდნობით.
ავტომობილის იჯარის ღირებულების მიღება
GPSControl-ის სერვისის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გააკონტროლოთ მოიჯარის მიერ თანხის გადახდა. გადაუხდელობის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ავტომობილის ძრავის დაბლოკვა როგორც პერსონალური კომლიუტერიდან, ასევე მობილური აპლიკაციიდან, ძრავის დაბლოკვა მუშაობს აბსოლუტურად უსაფრთხოდ, ძრავი ითიშება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სიჩქარე არის 0. გარდა ამისა, ახლო მომავალში ჩვენი სისტემა მოგცემთ საშუალებას კარების დაკეტვა/გაღება , ფანჯრის შუშების აწევა/დაწევა და ძრავის დაქოქვა განახორციელოთ პირდაპირ მონიტორინგის სისტემიდან.
გაიგეთ დღესვე, როგორ შეუძლია GPSControl ® გააუმჯობესოს და დააოპტიმისიროს თქვენი ბიზნესი.