GPS კონტროლი
22-10-2020

გსურთ ავტოპარკის ხარჯების შემცირება? გაიგეთ როგორ !

გაიგეთ როგორ შეიძლება შეამციროთ თქვენი ავტოპარკის ხარჯები GPSControl -ის 6 ფუნქციის დახმარებით, რომლებიც  სპეციალურად ამ მიზნისთვის შევიმუშავეთ.


GPSControl წარმოადგენს ავტოპარკის მართვის ინტელექტუალურ გადაწყვეტილებას, რომელსაც იყენებენ კლიენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სფეროების და სხვადასხვა მოთხოვნილებების მქონე როგორც პატარა, ასევე მსხვილი კომპანიები. ჩვენ მივისწრაფვით უზრუნველვყოთ საუკეთესო შედეგები ყველა იმ ავტოპარკის მენეჯერებისთვის, ვისაც გააზრებული აქვს ინოვაციური და ინტელექტუალური ინსტრუმენტების გამოყენების მნიშვნელობა ავტოპარკის პროდუქტიულობისა და უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ხარჯების რამოდენიმე გზით შესამცირებლად. ზუსტად ამ ამოცანების გადასაჭრელად იყო შემუშავებული GPSControl შემდეგი 6 ფუნქცია:

  • ავტოპარკის ხარჯების მართვა: გაანალიზეთ ავტოპარკის რეგულარული და ერთჯერადი ხარჯები, გამოთვალეთ თითოეული კილომეტრის რეალური ღირებულება ყოველი სატრანსპორტო საშუალებისთვის, თვალი ადევნეთ გახარჯული საწვავის შესახებ GPS ( ჯიპიეს ) მონაცემების და საწვავის შესყიდვის ავტომატური შემოწმების მეშვეობით;

  • სენსორების GPS მონიტორინგი: თქვენი აქტივების და სატრანსპორტო საშუალებების ავტომატური კონტროლი, ხარჯების შემცირება და პროდუქტიულობის ამაღლება მომსახურების რიცხობრივი ზრდის ხარჯზე;

  • სატრანსპორტო საშუალების ტარების მანერის ანალიზი: საწვავზე, საბურავებზე, ტექნიკურ მომსახურებაზე და უბედური შემთხვევებისგან დაზღვევაზე ხარჯების შემცირება;

  • ავტოპარკის შეტყობინებები: სწრაფი რეაგირებით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ისეთი ხარჯები, როგორიცაა არასათანადო გარბენიდან გამომდინარე საწვავის ხარჯი, გადამეტებული უქმე დგომა, დაგვიანებული ან საერთოდ მიუწოდებელი მომსახურება და მრავალი სხვა;

  • ტვირთის ტემპერატურის დისტანციური მონიტორინგი: თავიდან აიცილეთ მალფუჭებადი პროდუქციის არასათანადო ტემპერატურისგან გაფუჭებით გამოწვეული პროდუქციის ჩანაცვლება;

  • სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური იმობილიზაცია და დაშვების სისტემა: იმოქმედეთ სწრაფად სანამ ბოროტმოქმედები მოიპარავენ ან დააზიანებენ ტვირთს და შეამცირეთ საქონლის ჩანაცვლების ხარჯები ან გაათავისუფლეთ  კლიენტები პასუხისმგებლობისგან.

 

იმის გასაგებად თუ როგორ შეუძლია GPSControl-ს დაგეხმაროთ კონკრეტულად თქვენი ხარჯების შემცირებაში, დაუკავშირდით ჩვენი გუნდის წევრს 2 555 999 -ზე ან მოგვწერეთ info@casatrade.ge