GPS კონტროლი
14-06-2018

GPSControl Connect

დროა გადაიყვანოთ თანამშრომლებთან ურთიერთობა ახალ დონეზე!


 

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ შემოგთავაზეთ ჩვენი ახალი პროდუქტის GPSControl Connect -ის პირველი ვერსია და ახლა უკვე ამ პროდუქტის განახლებული ვერსია გახდება ხელმისაწვდომი ჩვენი პარტნიორი კომპანიებისთვის. აქვე გვინდა გადავუხადოთ მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც გვეხმარებოდა პროდუქტის ტესტირების რთულ პროცესში.

რა არის GPSControl Connect?

ეს არის ჩვენი ახალი ინოვაციური სერვისი მობილური თანამშრომლების მართვისთვისა და კონტროლისთვის, რომელიც მოგცემთ საშუალებას ყოველთვის იცოდეთ სად არიან, რას აკეთებენ და რამდენად ხარისხიანად ასრულებენ თავის მოვალეობებს თქვენი თანამშრომლები.

დაგეგმეთ მობილური თანამშრომლების სამუშაო დღე.

ოპტიმალურად გადაანაწილეთ დავალებები. აკონტროლეთ თანამშრომლების  ადგილმდებარეობა რუკაზე.

სათანადოდ შეაფასეთ სერვისის დონე.

ზუსტად დათვალეთ დროის და სატრანსპორტო  ხარჯები.

ზუსტი ადგილმდებარეობა - GPS/LBS/Google ტექნოლოგიების  კომბინაციამ უზრუნველყო საიმედო და მაღალი სიზუსტის გეოლოკოცია .

გასაგები დავალებები მობილური თანამშრომლებისთვის - გაუგზავნეთ თანამშრომლებს მკაფიოდ განსაზღვრული ამოცანები და ინსტრუქციები, მიიღეთ ფაილები, ფოტოსურათები და შევსებული ანკეტები როგორც შესრულებული დავალების ანგარიში.

საიმედო ანგარიში მენეჯმენტისთვის-შეადარეთ თანამშრომლების პროდუქტიულობა და მიიღეთ ზუსტი მონაცემები დროისა და საწვავის ხარჯების შესახებ:

  • ელექტრონული ჟურნალი ყოველი თანამშრომლისთვის;
  • თანამშრომლების და განყოფილებების პროდუქტიულობის შეფასება;
  • სერვისის დონის შეფასება.

სამუშაო დღის სრული სურათი-ზედამხედველისთვის

  • აკონტროლეთ მობილური თანამშრომლების სამუშაო საათები დღის განმავლობაში თანამშრომლის ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენით;
  • გამორიცხეთ სამუშაო დროის ფუჭად დახარჯვა;
  • გაანაწილეთ დავალებები თანამშროლების დავალების შესრულების ადგილმდებარეობასთან სიახლოვის გათვალისწინებით;
  • დროულად მოახდინეთ რეაგირება სიტუაციებზე, რომლებმაც შესაძლებელია გამოიწვიონ განრიგის დარღვევა;
  • შეატყობინეთ კლიენტებს ადგილზე მისვლის ზუსტი დრო.

ვის გამოადგება GPSControl Connect?

კურიერი ან მძღოლი - შეძლებენ   ტვირთის მდგომარეობის ამსახველი ფოტოსურათის გაგზავნას  ან გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელ  კლიენტის ხელმოწერის მიღებას .

მერჩანდაიზერი - ორი შეხებით შეძლებს გამოგიგზავნოთ სათანადოდ განთავსებული პროდუქციის  ან პირიქით,  საქონლის განლაგების დარღვევის  ამსახველი ფოტოსურათები.

გაყიდვების წარმომადგენელი - შეძლებს მიიღოს კლიენტისგან შეკვეთა XLS ფაილის სახით და ოპერატიულად გადაუგზავნოს იგი ზედამხედველს  და ხელმძღვანელს განსახილველად.

მომსახურების წარმომადგენელი - შეძლებს დროულად ჩააბაროს ანგარიში შესრულებული სამუშაოს თაობაზე და დააფიქსიროს ობიექტის მდგომარეობა სამუშაოების დაწყებამდე.

მონიტორინგის სისტემაში ხელმძღვანელი ან ზედამხედველი შექმნის დავალებას, რომელიც GPSControl Connect-ში გამოუჩნდება კონკრეტულ შემსრულებელს. ამ დავალების ფარგლებში სისტემაში შეიქმნება ელექტრონული ფორმა, რომელიც  მოგცემთ საშუალებას მარტივად გაიაროთ  დავალების შესრულების და ანგარიშის ჩაბარების პროცესი. ფორმის რამოდენიმე ველის საშუალებით  შემსრულებელი შეძლებს მიაბას ფორმას ფოტოსურათი, ფაილი ან ელექტრონული ხელმოწერა.

GPSControl Connect  ის განახლებული ვერსია ძალიან მალე ხელმისაწვდომი გახდება , თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს.