GPS კონტროლი
28-06-2018

აკონტროლეთ გაყინული პროდუქციის ტრანსპორტირება GPSControl-ის დახმარებით

მოვიდა ზაფხული და წინა პლანზე გამოვიდა სირთულეები, რომლებიც აქტუალურია მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გადამზიდავ კომპანიებისთვის. ასეთი ტიპის პროდუქციის, მაგალითად მედიკამენტების, ფეთქებადი ნივთიერებების ან მალფუჭებადი კვების პროდუქტების გადაზიდვისას აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის მკაცრი დაცვა. ტრანსპორტირების დროს მძღოლების, დისპეტჩერების და შემკვეთების მიერ ტემპერატურის რეჟიმის და, ამავდროულად, ტვირთის ადგილმდებარეობის კონტროლისთის ჩვენი სისტემა იყენებს სპეციალურ გადაწყვეტილებას ტემპერატურის ციფრული სენსორის გამოყენებით.


ტემპერატურის მონიტორინგი რეალურ რეჟიმში

ტრანსპორტის მონიტორინგი   სატვირთო განყოფილებაში ტემპერატურის საფუძვლიანი კონტროლით ხორციელდება  GPS ტერმინალის და მასზე ციფრული ინტერფეისით მიერთებული 1-Wire ტემპერატურის სენსორის მეშვეობით.

სენსორი მაღალი სიზუსტით (ნახევარი გრადუსით) აფიქსირებს ტემპერატურას -55°С დან +80°С მდე. ეს მონაცემები სანავიგაციო ინფორმაციასთან ერთად რეალური დროის რეჟიმში გადმოიცემა GSM ქსელის მეშვეობით GPSControl-ის მონაცემთა ცენტრში. სისტემა განუწყვეტლივ აკონტროლებს ტემპერატურას და ამით უზრუნველყოფს ფართო შესაძლებლობეს დისტანციური  მონიტორინგისთვის:

  • ონლაინ რეჯიმში ტემპერატურის კონტროლი;
  • ისტორიული მონაცემების ჩვენება დიაგრამაზე;
  • მონაცემების ჩვენება ცხრილური სახით მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობების ჩვენებით;
  • ტემპერატურის მაჩვენებლების პროცენტული მნიშვნელობების ჩვენება შენახვის რეჟიმის ზუსტი შეფასებისთვის და დარღვევის სწრაფი აღმოჩენისთვის.

ტემპერატურის რეპორტი დაგეხმარებათ დარღვევების რაოდენობის, დროის, ხანგძლივობის და ადგილმდებარეობის  დადგენაში. ამ რეპორტის მეშვეობით თქვენ დაადგენთ:

  • მოცემულ პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების რაოდენობას;
  • სენსორების მდგომარეობას პერიოდის დასაწყისში და პერიოდის ბოლოს;
  • სად და როდის დაფიქსირდა დარღვევა და როდის დაფიქსირდა მდგომარეობის ნორმალიზაცია;
  • დაფიქქსირებული დარღვევის ზუსტი მისამართი;
  • რეპორტში ასევე შესაძლებელია დააფიქსიროთ იმ ცვლის დასაწყისი,რომელშიც დაფიქსირდა მაცივარში არასწორად დაყენებული ტემპერატურა.

GPSControl-ის სერვისები უზრუნველყოფენ გამართული მუშაობისთვის საჭირო ყველა ინსტრუმენტს. სისტემა და მონაცემები ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის მობილური აპლიკაციის ან ბრაუზერის მეშვეობით, სისტემა არ მოითხოვს სპეციალური პროგრამების დაინსტალირებას ორგანიზაციების სერვერებზე და კომპიუტერებზე. ტელემეტრიული მონაცემების განსხვავებული მეთოდით დამუშავების საჭიროების შემთხვევაში ჩვენი პროგრამისტები მზად არიან დაამატონ საჭირო ფუნქციონალები და უზრუნველყონ API მეთოდები თქვენს  კორპორატიულ პროგრამებთან ინტეგრაციისთვის.

დაგვიკავშირდით ახლავე და ჩვენი მენეჯერები მოხარული იქნებიან ჩაგიტარონ გადაწყვეტილების დეტალური პრეზენტაცია აქცენტით თქვენთვის მნიშვნელოვანი ტემპერატურის კონტროლის ფუნქციიაზე და გადაადგილების GPS მონიტორინგზე .