GPS კონტროლი
23-04-2021

რას წარმოადგენს „ცივი ჯაჭვი“?

ცივი ჯაჭვი

 

თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში უფრო და უფრო იზრდება მიწოდების  ჯაჭვები - წარმოების რეგიონები ხშირად ათასი კილომეტრით არიან დაშორებული რეალიზაციის ბაზრიდან.


სურსათის გადაზიდვებს უჭირავს მიწოდების მნიშვნელოვანი წილი. გადაზიდვა მიმდინარეობს განსაკუთრებული ტემპერატურის რეჟიმის პირობებში. ზოგად კლასიფიკაციაში სურსათს ეწოდება „განსაკუთრებული რეჟიმის ტვირთი“, მაგრამ უფრო ხშირად გვხვდება მარტივი ტერმინი-„მალფუჭებადი ტვირთი“. გადაზიდვის და შენახვის პროცესში ამ ტიპის ტვირთები მოითხოვენ სპეციფიკური ტემპერატურის და ტენიანობის რეჟიმის დაცვას. როცა მიდის საუბარი მალფუჭებადი ტვირთების ლოგისტიკაზე, პირველ ადგილზე გამოდის ცნება „ცივი ჯაჭვი“.

რას წარმოადგენს „ცივი ჯაჭვი“?

 

ცივი ჯაჭვი არის ლოგისტიკური ზომების კომპლექსი, რათა უზრუნველყოფილი იქნას მუდმივი ტემპერატურა და სხვა პარამეტრები, რომლებიც  აუცილებელია საქონლის სწორად შენახვისთვის  მისი გადაადგილების მთელი ჯაჭვის გასწვრივ - წარმოებიდან მომხმარებლამდე.

 

თავად ტერმინი "ცივი ჯაჭვი" წარმოიშვა ფარმაცევტულ ინდუსტრიაში და არეგულირებდა ფარმაცევტული, ძირითადად იმუნო ბიოლოგიური, შენახვის წესებს. ასევე, ამ სისტემის აგების რეგლამენტი განსაზღვრავს წესებს ვაქცინების ტრანსპორტირებისას აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

 

ბოლო დროს  მალფუჭებადი საკვები პროდუქტების - ხორცის, რძის, ხილისა და ბოსტნეულის, თევზის, კვერცხის და სხვა პროდუქტების ლოგისტიკაში სულ უფრო ხშირად გვხვდება „ცივი ჯაჭვის“ ცნება, რომელიც შენახვისა და ტრანსპორტირების დროს მოითხოვს სპეციალურ ტემპერატურულ რეჟიმს. ფარმაცევტულ პროდუქტებში, შენახვის ტემპერატურაზე კონტროლი გაცილებით უფრო მკაცრად რეგულირდება საკანონმდებლო დონეზე, რადგან სტანდარტების დაუცველობა დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი.

 

საკანონმდებლო ნორმები

 

"ტემპერატურული" ტვირთის ლოგისტიკა არის პროცესი, რომელიც 2024 წლის 1 იანვრიდან დარეგულირდება საკანონმდებლო დონეზე: არსებობს სპეციალური ნორმატივები, რომლებიც განსაზღვრავენ მათი ტრანსპორტირებისა და შენახვის მოთხოვნებს. ბრძანება ნომერი: 606. ასევე არსებობს საბაჟო კავშირის დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტები სურსათის უვნებლობის შესახებ.

ცივი ჯაჭვის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები

გაყინული და გაცივებული საქონლის ბაზრის ზრდის და ასევე ტრანსპორტირების საწყისი და საბოლოო წერტილებს შორის მანძილის გაზრდის შედეგად მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში იზრდება მოთხოვნა ტვირთების გადაზიდვებზე და შენახვაზე სპეციალური ტემპერატურის რეჟიმის დაცვით.

მოხმარების ბაზრის გაფართოება და გლობალიზაცია ლოგისტიკაში იწვევს მოთხოვნების გამკაცრებას გამოყენებული აღჭურვილობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართ. იზრდება გადაზიდვების მანძილი, რთულდება ლოგისტიკური ჯაჭვი, მასში ჩნდება მეტი დამატებითი რგოლები - გამანაწილებელი ცენტრები, კროსდოკინგის პლატფორმები. საქონლის გადაადგილების პროცესში საჭიროა ტრანსპორტირების იმ ეტაპების კონტროლი, სადაც შესაძლებელია ტემპერატურის რეჟიმის დარღვევა, რომელიც გამოიწვევს ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარე ტვირთების გაფუჭებას.

მიწოდების ჯაჭვი - საით მიისწრაფის ბაზარი?

ბოლო ხანებში ჩვენ ვხედავთ გადასვლას მიწოდების ჯაჭვის მოძველებულიდან  ინოვაციურ შეხედულებაზე. აქ იგულისხმება გადასვლა ლოკალური გადაწყვეტილებებიდან, როცა ყოველი ჯაჭვის რგოლი მოქმედებდა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, სრული პროცესის ერთიან მართვაზე, მთელი ჯაჭვის კონკურენტუნარიანობის აწევის მიზნით. ლოგისტიკის აწყობის პრინციპები მოწოდების ჯაჭვში ცდება რომელიმე ერთ საწარმოს და ვრცელდება სრულ ციკლზე - ნედლეულის წარმოებიდან მზა პროდუქციის რეალიზაციამდე საბოლოო მომხმარებლისთვის.

მოთხოვნა იწვევს ლოგისტიკური სერვისის მოქნილობას. ბაზარზე მომხდარ ნებისმიერ ცვლილებაზე, როგორც წესი, რეაგირებს მთლიანად მოწოდების ჯაჭვი და ჩნდება უფრო და უფრო მეტი დამატებითი რგოლები:

  • გამანაწილებელი ცენტრები;
  • კროსდოკინგის პლატფორმები;
  • გადატვირთვის საწყობები;

მაგრამ მიწოდების ეტაპების რაოდენობის ზრდა იწვევს სრული ჯაჭვის კონტროლის გართულებას. ამ პრობლემის გადაჭრის გზას წარმოადგენს დარგის ავტომატიზაცია და ზუსტად ავტომატიზაციისკენ მიდის ახლა მსოფლიო ბაზარი.

ცივი ჯაჭვის დონეები და კომპონენტები

ცივი ჯაჭვის ძირითადი კომპონენტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მუშაობას - ეს არის უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგიები, რომლებიც მუშაობენ პროგრამულ -აპარატული კომპლექსების და მომზადებული კვალიფიციური პერსონალის დახმარებით. ცივი ჯაჭვის საფუძველს წარმოადგენს: კონკრეტული სახეობის ტემპერატურული ტვირთვის გადაზიდვისთვის კანონით დაშვებული აღჭურვილობის გამოყენება და წესების/შეზღუდვების დაცვა ტვირთების ერთობლივი შენახვა/გადაზიდვისთვის დროს. ამ მოთხოვნების დარღვევა იწვევს ტვირთის დაზიანებას - მისი ვარგისიანობის ვადის შემცირებას ან მისი თვისებების და ხარისხის დაკარგვას. ცივი ჯაჭვის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი აღჭურვილობა არის იზოტერმული ფურგონები, ვაგონები, სატრანსპორტო საშუალებები-რეფრიჟერატორები, სპაციალიზირებული საწყობები.

შენახვისა და ტრანსპორტირების პირობებთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის გამოიყენება სპეციალური კონტროლის სისტემები. ეს შეიძლება იყოს როგორც მარტივი თერმომეტრები ან თერმო-ინდიკატორები, ასევე რთული ციფრული გადაწყვეტილებები, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას სრული ცივი ჯაჭვის შესახებ და იძლევიან საშუალებას დისტანციური მონიტორინგის და კონტროლისა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტემპერატურის ვარდნა უნდა მოხდეს გარკვეულ დერეფნებში და გაზომვის შეცდომა შეიძლება იყოს მკაცრად ±0,5 ° С დან ფარმაცევტული ინდუსტრიისთვის  ± 1 ° С მდე კვების პროდუქტებისთვის.

ცივი ჯაჭვის სწორი გამართვის, ფუნქციონირების და კონტროლის მთავარი გარანტი არიან ადამიანები. საბოლოო მიზნის - ტვირთის ხარისხის შენარჩუნების - გარანტირება შეუძლია მხოლოდ კვალიფიციურ პერსონალს, რომელიც იღებს მონაწილეობას ჯაჭვის ყველა რგოლში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული კვალიფიკაცია უნდა ჰქონდეს არამხოლოდ წარმოების თანამშრომლებს, არამედ იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მუშაობენ საწყობებში და სატრანსპორტო კომპანიებში.

რაც შეეხება ფარმაკოლოგიური დარგის ცივ ჯაჭვს, იგი ოფიციალურად დაყოფილია 4 დონეთ:

  • პირველი დონე - მწარმოებელი;
  • მეორე დონე - რეგიონალური სააფთიაქო საწყობები და მსხვილი დისტრიბუტორები;
  • მესამე დონე - საქალაქო და რაიონული სააფთიაქო საწყობები და საშუალო დონის დისტრიბუტორები;
  • მეოთხე დონე - სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები და მათვის მიწოდება.

ცივი ჯაჭვის აწყობა საქართველოში და საზღვარგარეთ

ლოგისტიკის ევროპულმა ბაზარმა უკვე გაიარა განვითარების ძირითადი საფეხურები და დღეს-დღეობით მას შეიძლება უკვე ვუწოდოთ ჩამოყალიბებული bაზარი. იმ პროცესების უმრავლესობა, რომლების დანერგვას საქართველოში ეხლა ვიწყებთ, ევროპაში უკვე დიდი ხანია გამართულია. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ გაცივებული პროდუქციის ბაზარი საქართველოში ოდნავ ჩამორჩება ევროპულ მაჩვენებლებს და ჯანსაღი კვების სურსათი, ისეთი როგორიც არის გაცივებული პროდუქცია, ქორფა ხილი და ქორფა მწვანილი, მხოლოდ რამოდენიმე წელია რაც გახდა პოპულარული. ექსპერტები აფასებენ ამ ბაზრის პოტენციალს როგორც საკმაოდ მაღალს, მაგრამ ზუსტი პროგნოზის გაკეთება, რა მიმართულებით წავა ბაზარი, საკმაოდ რთულია არასტაბილური ეკონომიკური სიტუაციის გამო.

 გადაზიდვის და შენახვის ტემპერატურული რეჟიმები

იმუნო ბიოლოგიური პრეპარატების რეჟიმები

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Covid 19 ვაქცინის Pfizer შენახვის ვადა წარმოადგენს 6 თვეს -70°C±10°C ტემპერატურის პირობებში და 5 დღეს 2-8°C ტემპერატურის პირობებში.

ვაქცინა AstraZeneca -ს აქვს უფრო რბილი შენახვის რეჟიმი, მისი ტრანსპორტირება და შენახვა ნებადართულია 2-8°C  ტემპერატურაზე.

ვაქცინა BCG (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო) ინახება ± 8 °С  ტემპერატურაზე, ისევე როგორც სხვა არაადსორბირებული და ადსორბირებული ვაქცინები. ცოცხალი ვაქცინები, რომლებიც ინსტრუქციის მიხედვით საჭიროებენ შენახვას გაყინულ მდგომარეობაში, ინახება საყინულეში -20°С ტემპერატურაზე. ამ ტიპის პრეპარატებისთვის  დასაშვებია დროებითი - არაუმეტეს 48 საათისა - ტრანსპორტირების ტემპერატურის აწევა 0±8°С ტემპერატურამდე.

მედიკამენტების გადაზიდვისას გამოიყენება თერმო კონტეინერები - ჰერმეტული ჭურჭელი პოლიურეტანისგან ან პოლისტიროლისგან. ეს უზრუნველყოფს ტემპერატურის შენარჩუნებას 2 დღე - ღამის განმავლობაში გარე ტემპერატურის +43°С პირობებში.

რეჟიმები სურსათისთვის

საკვები პროდუქტების შენახვისთვის განკუთვნილი ტემპერატურული რეჟიმისადმი მოთხოვნები კიდევ უფრო რთულია იმის გამო, რომ ისინი განსხვავდება საკვების ტიპის მიხედვით. ასე, მაგალითად, ბოსტნეულის გადაზიდვისთვის აუცილებელი ტემპერატურაა 0 - 4°С, ხილისთვის და კენკრისთვის +2 დან +5°С მდე, მაგრამ ბანანისთვის საჭირო ტემპერატურაა უკვე +13°С. გაცივებული ხორცი და ფრინველი მოითხოვენ ტემპერატურას -6 დან +4°С მდე, კვერცხი +1-2°С.  გაყინული პროდუქცია გადააქვთ -6 და -17°С მდე ტემპერატურის დიაპაზონში, ხოლო ღრმა გაყინვის პროდუქტები, მაგალითად, გაყინული თევზი , ტრანსპორტირდება -18°С ტემპერატურაზე.

გადაზიდვისას ასევე მნიშვნელოვანია ტვირთვის სწორი ვენტილაცია და ტენიანობის რეჟიმის დაცვა. ჰაერი არ უნდა ჩერდებოდეს რათა პროდუქტებზე არ გაჩნდეს  კონდენსატი , რომელიც იწვევს პროდუქტების ლპობის პროცესის დაწყებას.

ცივი ჯაჭვის ერთ-ერთი საკვანძო მომენტია ასევე დრო, რომელიც დაიხარჯა ლოგისტიკაზე, ვინაიდან მალფუჭებადი პროდუქციის მიწოდების ვადები ბევრად შეზღუდულია სხვა საქონელთან შედარებით.

აღჭურვილობა ცივი ჯაჭვისთვის

მალფუჭებადი პროდუქციის  ტრანსპორტირებისას ხარისხის შენარჩუნებისთვის გამოიყენება სპეციალური აღჭურვილობა. როგორც წესი, აღჭურვილობა იყოფა შემდეგ ტიპებზე: აქტიური, პასიური და საკონტროლო. პირველი ტიპი აქტიურად ინარჩუნებს ტემპერატურას სამაცივრო დანადგარის გამოყენებით. ეს ტიპი მარტივად დგინდება ამ დანადგარის არსებობის მიხედვით. ტრანსპორტირებისას გამოიყენება სატვირთო ავტომობილების რეფრიჟერატორები, ავია კონტეინერები, რკინიგზის კონტეინერები. ამ ტიპის დანადგარების გამოყენება ტრანსპორტირებისას და შენახვისას მაქსიმალურად უზრუნველყოფს საწარმოზე დაწესებული  შენახვის ვადის შენარჩუნებას.

იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა საუბარია ტვირთის ტემპერატურის ცვლილებაზე, მაგალითად, გაყინვაზე, ჩატვირთვისას მნიშვნელოვანი ხდება ფურგონში, კონტეინერში, საწყობში საქონლის განთავსების წესების დაცვა. საქონლის ძალიან მჭიდროდ განთავსებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰაერის ვენტილაციის დარღვევა, რაც გამოიწვევს საქონლის გაფუჭებას.

მეორე ტიპის აღჭურვილობა პასიურია. ეს არის იზოთერმული ფურგონები და ვაგონები, სამაცივრო აკუმულატორები, რომელთა მუშაობის პრინციპია ტემპერატურის პირობების შენარჩუნება კედლის მასალების ჰერმეტულობის და თერმული საიზოლაციო თვისებების ხარჯზე.

მესამე ტიპის აღჭურვილობას მიეკუთვნებიან თერმოინდიკატორები და თერმორეგისტრატორები, ასევე ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლის სისტემები. პროფესიულ ბაზარზე ამდაგვარი აღჭურვილობის ფართო არჩევანია-ციფრული თერმომეტრებით და თერმოინდიკატორებით დაწყებული, ტვირთის ტემპერატურის და ტრანსპორტირებისას ადგილმდებარეობის, მაცივრების მუშაობის დისტანციური მონიტორინგის სისტემებით დამთავრებული.

აღჭურვილობა განსხვავდება ასევე ტრანსპორტირების მეთოდებიდან გამომდინარე-საავტომობილო თუ რკინიგზით გადაზიდვა. პირველ შემთხვევაში გამოიყენება იზოთერმული ფურგონები, REF ფურგონები, REF კონტეინერები. რკინიგზით გადაზიდვისას საჭიროა REF ვაგონები; იზოთერმები სამაცივრო დანადგარით ან ამ ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული კონტრეილერები (სარკინიგზო პლატფორმები, რომლებზეც აყენებენ REF ფურგონებს).

მიწოდების ჯაჭვის ტენდენციები

ტემპერატურული ლოგისტიკის ავტომატიზაციის პროცესი და ცივი ჯაჭვის კონტროლის საკითხი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რაც გამოწვეულია ისეთი გარე ბაზრის ფაქტორებით, როგორიცაა:

  • გაყინული და გაცივებული სურსათის ბაზრის ზრდა
  • საჭმლის მიწოდების ბაზრის გაჩენა და ელვისებური ზრდა
  • ტრანსპორტირების, წარმოების და საცალო ვაჭრობის კონტროლის კანონმდებლობის რეგულარული გამკაცრება

ცივი ჯაჭვის ავტომატიზაციის ძირითადი ტენდენციებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

  • საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირების სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის სისტემების გართულება (დროის კონტროლი და ტემპერატურის კონტროლი). მარტივი მაჩვენებლების გამოყენებიდან ციფრულ ინსტრუმენტებზე გადასვლა - პროგრამულ - აპარატურულ კომპლექსებზე
  • ადამიანური ფაქტორის გავლენის შემცირება, პროცესების ავტომატიზაციის მაღალი დონე, პერსონალის ქმედებების „რობოტიზაცია“
  • ტემპერატურის კონტროლი რეალური დროის რეჟიმში, მობილურობა, პროდუქტიული ალგორითმები. წინა პლანზე გამოდის ტემპერატურის ონლაინ კონტროლი, რომელიც ანაცვლებს აქამდე გავრცელებულ პოსტფაქტუმ ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის დაფიქსირებას. ცივი ჯაჭვის ავტომატიზაციის პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორიც არის მობილურობა და ხელმისაწვდომობა ინფორმაციაზე და მართვის ინსტრუმენტებზე, მაგალითად მოხერხებული მართვა მობილური ტელეფონიდან ან ვებ-აპლიკაციიდან
  • ტვირთის გაფუჭების თავიდან აცილებისთვის განკუთვნილი ქმედებები უნდა იწყებოდეს პროდუქციაზე ნეგატიური გავლენის დაწყებამდე. მაგალითად, თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების დახმარებით საწყობის თანამშრომლები ან გადაზიდვებზე პასუხისმგებელი დისპეტჩერი, ავტომატურად იღებენ გაფრთხილებებს ტემპერატურის საგანგაშო ცვლილებების  შესახებ.

ცივი ჯაჭვის მონიტორინგის პროგრამული და აპარატული გადაწყვეტილებების მიმოხილვა.

სირთულის დონის მიხედვით, შეიძლება გამოიყოს ცივი ჯაჭვის კონტროლის რამდენიმე მოწყობილობა - ბანალური ქაღალდის თერმო ქიმიური ინდიკატორებიდან ციფრული სისტემებით დამთავრებული. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში ცივი ჯაჭვის მე -4 დონეზე კონტროლის დროს აქტიურად გამოიყენება ქაღალდის ინდიკატორები. პოპულარულია WarmMark და ColdMark. საწყობში იყენებენ თერმომეტრებს.

მეორე დონის სირთულეა ლოგერები - ტემპერატურის სენსორები, რომლებიც მონაცემებს იწერენ საკუთარ შიდა მეხსიერებაში. მათ შეუძლიათ აჩვენონ მონაცემები საკუთარ ეკრანზე ან კომპიუტერთან დაკავშირებისას, "ფლეშ დრაივის" პრინციპის შესაბამისად. ლოგერი შეიძლება იყოს ერთჯერადი და მრავალჯერადი. ამჟამად ყველაზე პოპულარული ლოგერებია TESTO და LogTag.

მე -3 დონეს მიეკუთვნებიან მოწყობილობები მონაცემთა ონლაინ გადაცემით, რომლებიც იძლევიან საშუალებას შეიქმნას მიწოდების პროცესის სრულფასოვანი მართვის და კონტროლის სისტემა. აღჭურვილობის ეს სეგმენტი ყველაზე ზუსტად ასახავს ტემპერატურის რეჟიმს, ვინაიდან იგი უშუალოდ არის მიერთებული გამაცივებელ დანადგართან და ასევე აქვს დამატებითი ოფციები:

  • ტელემატური მონაცემების გადმოცემა რეალურ დროში;
  • გამაცივებელი დანადგარის მდგომარეობის კონტროლი

ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს კომპანია ELA-ს BLE თერმორეგისტრატორები მონაცემთა გადაცემის ფუნქციით, რომლების გადიან სავალდებულო შემოწმებას.

კონტროლისთვის ამა თუ იმ გადაწყვეტილების არჩევა უნდა იყოს გონივრული და შეირჩიოს ფასის, ფუნქციონალური და გადაწყვეტილების მიერ უზრუნველყოფილი კონტროლის ხარისხის ოპტიმალური კომბინაცია. რა თქმა უნდა, წინა პლანზე დგება ტემპერატურის სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

Casatrade გთავაზობთ ჩვენ ახალ პროდუქტს - “Tempohub” აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსს, რომელშიც ვიყენებთ ფრანგული კომპანიის Ela Innovation- ის სენსორებს და საკუთარ პროგრამულ უზრუნველყოფას

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაინტერესებთ თუ როგორ შეუძლია ჩვენ კომპანიას დაეხმაროს თქვენი პროდუქციის ტემპერატურული მონიტორინგში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე 032 2 555 999 ან ელ-ფოსტაზე info@casatrade.ge