ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგი საწყობებში
ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგი საწყობებში
ცივი ჯაჭვის კონტროლის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთ-ერთ აქტუალურ ლოგისტიკურ ამოცანას, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია მალფუჭებადი პროდუქციის ტრანსპორტირებისას და შენახვისას.
გადაზიდვების სფეროში, საერთაშორისო ნორმების თანახმად, ყველა სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება სპეციალური ტვირთების გადაზიდვისას, უნდა იყოს აღჭურვილი თერმო რეგისტრატორებით - ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის მოწყობილობით. ანალოგიური მოთხოვნები მოქმედებენ ასევე საწყობებისათვის, სადაც მონიტორინგისთვის გამოიყენება სხვა და სხვა ტიპის ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლის სისტემები.
შენახვისას ტემპერატურული რეჟიმის და ტენიანობის პირობების განსხვავებული მოთხოვნები აქტუალურია :
- ფარმაკოლოგიური პროდუქციისთვის, განსაკუთრებულად იმუნობიოლოგიური პრეპარატებისთვის;
- მალფუჭებადი საკვები პროდუქტებისთვის (ხორცი, თევზი, რძის პროდუქტები და ა.შ);
- ხილ-ბოსტანისთვის და მრავალი სხვასთვის.
ტემპერატურული რეჟიმის და ტენიანობის პირობების განსხვავებული მოთხოვნები ასევე მნიშვნელოვანია ბევრი ტექნოლოგიური პროცესისათვის, მაგალითად, მეღვინეობაში ან ყველის წარმოებაში, სადაც გარდა ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგისა, ასევე მნიშვნელოვანია გაზის დონის ანალიზი. წარმოების, შენახვის და ტრანსპორტირების მკაცრად განსაზღვრული პირობების დარღვევას მოაქვს სერიოზული ფინანსური ზარალი, ხოლო სამედიცინო პრეპარატების შემთხვევაში ასევე საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
საწყობებში კლიმატური პირობების მონიტორინგის მეთოდები
ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგი საწყობში შეიძლება ჩატარდეს ორი მეთოდით: პირველი, ტრადიციული, ხორციელდება საწყობის თანამშრომლის მიერ, რომელიც ვიზუალურად აფასებს საზომი მოწყობილობების - თერმომეტრების ან რეგისტრატორების - მაჩვენებლებს და ამ დაკვირვების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უბრალოდ დააფიქსიროს მნიშვნელობები თუ შეცვალოს პირობები. მეორე, ინოვაციური მეთოდი, არის ავტომატური ციფრული სისტემების გამოყენება.
მონიტორინგის მეთოდის არჩევის მთავარი კრიტერიუმი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში არის მიზანშეწონილობა. გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იყოს გათვალისწინებული შემდეგი ძირითადი ფაქტორები:
- შესანახი საქონლის სახეობა;
- საწყობის ფართი;
- ტემპერატურის მონიტორინგის ან ტემპერატურის შენარჩუნების აღჭურვილობის სპეციფიკა;
- საწყობის ადგილმდებარეობა;
- იმ საწყობების რაოდენობა, რომლების მონიტორინგი უნდა ხდებოდეს ერთდროულად;
- სხვა ინდივიდუალური მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სახეობის საქონელი, მაგალითად ფარმაცევტული პროდუქცია, მოითხოვს უფრო მკაცრ შენახვის წესების დაცვას, განსაკუთრებით ტემპერატურული რეჟიმის დაცვის და ტენიანობის შეზღუდვის მიმართ.
ასევე ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლის სისტემის შერჩევისას უნდა გავითვალისწინოთ ადამიანური ფაქტორი. თანამშრომლების მიერ მონაცემთა აღრიცხვის ფალსიფიკაციის პრეცედენტების არსებობის შემთხვევაში, უფრო ოპტიმალური გამოსავალია აღჭურვილობის ინდიკატორების მონიტორინგის პროცესის ავტომატიზაცია. ფარმაცევტული პროდუქციის შენახვის რეჟიმის დარღვევამ შეიძლება მიაყენოს ზიანი ადამიანის ჯამრთელობის - ამ შემთხვევაში ტემპერატურის კონტროლის ავტომატური სისტემის გამოყენება არა მხოლოდ გამართლებულია, არამედ აუცილებელიც არის.
კლიმატური პირობების მონიტორინგის სისტემის ინსტალირების პირველი ეტაპი, რომელმაც უნდა ჩაიაროს აღჭურვილობის მონტაჟამდე, არის საწყობის ტემპერატურული რუკების შედგენა. საწყობის რუკების შედგენა არის კვლევა, რომლის დროსაც რამოდენიმე დღის განმავლობაში ხდება ტემპერატურის და სხვა პარამეტრების მონიტორინგი და რომლის მიზანი არის საწყობის ტემპერატურის რუკის შედგენა, რომელზეც დატანილი იქნება ტემპერატურული ზონები მდგრადი ტემპერატურის მაჩვენებლებით.
საწყობის ის ადგილები, სადაც ტემპერატურის მაჩვენებლები არასტაბილურია, წარმოადგენენ სენსორების დაყენების წერტილებს ტემპერატურისა და სხვა მაჩვენებლების მუდმივი მონიტორინგისთვის, ანუ ტემპერატურის რუკა წარმოადგენს გეგმა-საფუძველს სენსორების შემდგომი განლაგებისათვის. მოგროვილი მონაცემების საფუძველზე დგინდება ზოგადი ანგარიში საწყობში შენახვის პირობების თაობაზე.
როგორი ტემპერატურა უნდა იყოს საწყობში?
ამ შეკითხვაზე პასუხი უნდა ეძებოთ კონკრეტული პროდუქტის შენახვის სპეციფიკაციაში, დასაშვები მნიშვნელობები უნდა იყოს აღწერილი თანდართულ დოკუმენტაციაში. კერძოდ, ვაქცინების და სამედიცინო პრეპარატების შენახვის პირობებს განსაზღვრავს სანიტარული- ეპიდემიოლოგიური წესები და შესაბამისი ბრძანებები, მაგალითად, იმუნობიოლოგიური მედიკამენტების უმეტესობისთვის, შენახვის ტემპერატურაა +2 ... + 8 ° С.
განსახვავებული სიტუაციაა მალფუჭებადი საკვები პროდუქტების შენახვასთან დაკავშირებით, ყოველ პროდუქტების ჯგუფს აქვს განსხვავებული შენახვის ტემპერატურა და ტენიანობა, რაც ასევე მითითებულია შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტებში.
მალფუჭებადი საქონლის გადაზიდვის ნორმები
საერთაშორისო შეთანხმება მალფუჭებადი საქონლის გადაზიდვის შესახებ (ინგლისურად ATP -Agreement on the International Carriage of Perishable Foodstuffs and on the Special Equipment to be used for such Carriage) აწესებს რეგლამენტს სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რომლებსაც გადააქვთ ამ კატეგორიის ტვირთები. ეს რეგლამენტი მოითხოვს ტემპერატურის კონტროლის რეგისტრატორების დაყენება, ეს თერმორეგისტრატორები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- საკონტროლო ობიექტში უნდა იყოს გამოყენებული 2 ან მეტი სენსორი;
- სენსორები უნდა უზრუნველყოფდნენ ცდომილებაა არაუმეტეს ± 1°C;
- სენსორები უნდა დააფიქსირონ მონაცემები 1 წუთის სიხშირით 1 წლის განმავლობაში;
- სენსორები უნდა უზრუნველყონ ინფორმაციაზე წვდომა (თერმული ქვითრის ბეჭდვა, ვიზუალიზაცია ეკრანზე, ინტერნეტით გადაცემა).
ანალოგიური მოთხოვნებია საწყობების ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგის აპარატურის მიმართ.
საწყობის მონიტორინგის აღჭურვილობა
საწყობებში შენახვის პირობების მონიტორინგისთვის განკუთვნილი ტემპერატურისა და ტენიანობის მონიტორინგის მოწყობილობები შეიძლება დაიყოს "განვითარების ეტაპებად", რომლებიც გამოწვეულია სისტემების თანდათანობით განვითარებით.
ყველაზე მარტივ ვარიანტს წარმოადგენენ ელექტრონული თერმული ინდიკატორები და თერმული ჩამწერები - ტემპერატურის ჩამწერი მოწყობილობები, რომლებიც აღჭურვილია თერმული ჩეკის მბეჭდავი პრინტერით.
შენახვის ტემპერატურული რეჟიმის კონტროლის უფრო სრულყოფილ ვარიანტად ითვლებიან ლოგერები - ტემპერატურის მონიტორინგის სენსორები, რომლებიც აღჭურვილები არიან საკუთარი მეხსიერებით და მონაცემების MS Excel ფორმატში დაარქივების ფუნქციონალით. ასეთი მოწყობილობა იძლევა საშუალებას თვალი ადევნოთ ინფორმაციას ან მოწყობილობის მონიტორზე, ან კომპიუტერზე. მოწყობილობა უკავშირდება კომპიუტერს USB - ინტერფეისით ან უკაბელო მოდულით (Wi-Fi, GSM).
ყველაზე სრულყოფილ აღჭურვილობას წარმოადგენენ თერმორეგისტრატორები მონაცემების გადმოცემით ონლაინ რეჟიმში, რომლებსაც ასევე უწოდებენ ავტომატიზირებული კონტროლის სისტემებს. ამ ტიპის სისტემები იძლევიან საშუალებას გადახვიდეთ საწყობის ცივი კამერების სრულად ციფრულ კონტროლზე.
მონაცემების გადამცემი გადაწყვეტილებები ყველაზე კარგად შეეფერებიან ფარმაცევტული სფეროს საჭიროებებს, მაგალითად, ვაქცინების ან წამლების შენახვისთვის.
ტემპერატურის და ტენიანობის კონტროლის სისტემების მოკლე მიმოხილვა
არსებობს ავტომატური კონტროლის სისტემების რამოდენიმე სახეობა. უმეტეს შემთხვევაში ისინი შედგებიან პერიფერიული სენსორებისგან, ერთიანი ჰაბისგან, რომელიც იღებს და აფიქსირებს სენსორების მონაცემებს და პროგრამულ უზრუნველყოფისგან, რომელიც იძლევა მონაცემების შენახვის და დისტანციური კონტროლის საშუალებას. სენსორები შეიძლება იყოს როგორც სადენიანი, ასევე უსადენო.
პროგრამული უზრუნველყოფა შეიძლება მოიცავდეს ფართო ფუნქციონალს, მათ შორის საწყობის სამაცივრო დანადგარის ავტომატურ კონტროლს, შედგებოდეს მობილური აპლიკაციის და ვებ ნაწილებისგან, ასევე ჰქონდეს საშუალება გააგზავნოს შეტყობინებები სხვა და სხვა გზით: პირდაპირ პროგრამაში, ელექტრონული ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით. ამდაგვარი სისტემების ანალიტიკური მოდული ეხმარება მომხმარებელს შეაფასოს სიტუაცია ხანგრძლივი დროის შუალედის ფარგლებში და მიიღოს მართვის სწორი გადაწყვეტილებები.
პროგრამულ-აპარატური კომპლექსი TempoHUB
პროგრამულ-აპარატური კომპლექსი TempoHUB წარმოადგენს საკონტროლო მოწყობილობას ტელემატიკური მონაცემების რეალურ დროში გადაცემით. ეს უნიკალური სისტემა წარმატებით გამოიყენება როგორც მოძრავ ობიექტებზე მაცივრებით (მაგ. რეფრიჟერატორები), ასევე სტაციონარულ ობიექტებზე (საწყობები, სავაჭრო ობიექტები და ა.შ.).
როგორც წესი, ტემპერატურის და ტენიანობის მონიტორინგისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის სტანდარტული კომპლექტში შედის:
- ადაპტერ-ჩამწერი, ან საბაზო სადგური, ტელემატიკის ბლოკის ფუნქციით;
- უსადენო თერმული სენსორები, რომელთა რაოდენობა განისაზღვრება ობიექტის სპეციფიკით;
- ტენიანობის სენსორი
ყოველ ადაპტერ-რეგისტრატორს შეუძლია მიიღოს მონაცემები 4 სენსორისგან, რაც იძლევა საშუალებას ზედმეტი ხარჯების გარეშე უზრუნველყოფილი იქნას მრავალწერტილიანი კონტროლი .
Bluetooth– ის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი საწყობში "ღია სივრცეში" არის 50 მეტრი, ხოლო კედლების შორის ~ 20 მეტრი.
საბაზო სადგური აგროვებს მონაცემებს სენსორებიდან და GSM– ით გადასცემს მათ სისტემას (პროგრამულ უზრუნველყოფას). მიღებული ინფორმაციის საშუალებით შესაძლებელია სამაცივრო დანადგარის მუშაობის ოპტიმალური რეჟიმის არჩევა. ტელემატიკის პლატფორმაზე სპეციალური პროგრამა საშუალებას აძლევს ჩამწერ პროცესორს იმუშაოს რამოდენიმე სენსორთან და უზრუნველყოფს მონაცემთა წვდომას ღრუბლოვან სერვისზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ ტერმოსენსორები Ela Innovation Blue Puck RHT.
თანამედროვე BLE უსადენო მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია უზრუნველყოფს საიმედო კავშირს დიდ მანძილზე, მინიმალური ენერგიის მოხმარებით, რაც შესაძლებელს ხდის ძირითადი პარამეტრის სენსორები გამოყენებულ იქნას ნებისმიერი მასშტაბის ობიექტებზე, გამოირჩევიან საიმედოობით და მარტივი ინსტალაციით. Blue Puck RHT 1 უზრუნველყოფს ტემპერატურის ცვალებადობის ცდომილებას ± 0.4 ° С- ის ფარგლებში, რაც TempoHUB- ს ხდის მოთხოვნადს ფარმაცევტულ საწყობებში და ასევე საშუალებას იძლევა TempHUB- ს გამოყენებულ იქნას სამრეწველო საწყობებში.
ჩვენი გუნდი ყოველთვის მზად არის დაგეხმაროთ თქვენი საწყობის ტემპერატურული რუკის მომზადებაში და შემდგომ მონიტორინგშიც. კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 032 2 555 999 ან info@casatrade.ge