ანალიტიკური მონაცემები
GPSControl მონიტორინგის სისტემა იძლევა საშუალებას სრულყოფილად გაანალიზოთ ინფორმაცია ავტოპარკის გამოყენების და ტვირთების გადაზიდვის თაობაზე, შეაფასოთ პერსონალის მუშაობის ეფექტურობა. ამისთვის მონიტორინგის სისტემა ამუშავებს მოწყობილობებიან შემოსულ ტელემეტრიულ და სანავიგაციო ინფორმაციას და ასახავს მას სხვადასხვა ტიპის რეპორტების და გრაფიკული დიაგრამების სახით.
რეპორტები
გამოყენების ძირითადი სფეროების მიხედვით რეპორტები დაყოფილია ფუნქციურ ჯგუფებად, რაც ამარტივებს სასურველი ინფორმაციის მოძიებას. ყოველდღიურ საქმიანობაში ყველაზე ხშირად გამოიყენება შემდეგი რეპორტები:
- მარშრუტები - დაჯამებული მონაცემები მოწყობილობების ან დღეების მიხედვით. რეპორტი ასახავს მუშაობის დროს, ასევე ავტომანქანის ექსპლუატაციის მონაცემებს, როგორიც არის მოძრაობის დრო, მოტოსაათები, მანძილი, საწვავის ხარჯი და სიჩქარე. რეპორტის გამოტანა შესაძლებელია წინასწარ გაწერილი სამუშაო პერიოდების მიხედვით, დამატებითი ფილტრების გამოყენება იძლევა საშუალებას ნახოთ საჭირო ინფორმაცია კონკრეტული დღეების და გეოზონების მიხედვით.
- გაჩერებები - დაჯამებული და დეტალური ინფორმაცია მარშრუტების შესახებ გაჩერების თარიღის, დროის, ხანგრძლივობის და ადგილის, ასევე გახარჯული საწვავის მითითებით. რეპორტის ჩანაწერზე დაკლიკვით შესაძლებელია გავლილი მარშრუტის რუკაზე ნახვა. ცალკე გამოყოფილია პირველი დაძვრის და ობიექტთან გაჩერების რეპორტები.
- განგაშები - სისტემაში დარეგისტრირებული განგაშების რეპორტი, როგორც დეტალური, ასევე დაჯამებული.
- სერვისები - სისტემაში დარეგისტრირებული სერვისების რეპორტი შესრულების სტატუსის მითითებით.
- საწვავის რეპორტი - მოწყობილობისთვის წინასწარ გაწერილი საწვავის ლიმიტის და რეალურად გახარჯული საწვავის რაოდენობის შედარება.
მიმოხილვა
გარდა რეპორტებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალსაჩინო გრაფიკული გამოსახულების მეშვეობით დაინახოთ ავტოპარკის მდგომარეობა სხვადასხვა კუთხით, მაგალითად, მანქანები, რომლებზეც ყველაზე მეტი განგაში დარეგისტრირდა ან ის ობიექტები, რომელზეც ყველაზე ხშირად. ასევე საინტერესოა ავტომობილების გარბენის, გახარჯული საწვავის და დაქოქილი ძრავით დგომის შესახებ დღის ჭრილში დაჯამებული ინფორმაცია.