GPSControl Connect

GPS Control გაძლევთ საშუალებას მუდმივად იყოთ კავშირზე მძღოლთან სისტემაში ჩაშენებული ჩატის მეშვეობით: ეს არის ინოვაციური სერვისი მობილური თანამშრომლების მართვისთვისა და კონტროლისთვის, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ იცოდეთ სად არიან, რას აკეთებენ და რამდენად ხარისხიანად ასრულებენ თავის მოვალეობებს თქვენი თანამშრომლები. აგზავნით მათთან  განსაზღვრულ ამოცანებსა და ინსტრუქციებს, იღებთ შესრულებული დავალებების ანგარიშს (ფოტოსურათები, ფაილები,შევსებული ანკეტები) გაქვთ მაღალი სიზუსტის გეოლოკაცია,ზუსტი მონაცემები დროისა და სატრანსპორტო ხარჯების შესახებ. სისტემაში ჩაშენებული ჩატი ასევე გეხმარებათ თანამშრომლებს გაუგზავნოთ გასავლელი მარშრუტები და კონკრეტული დავალებები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რასაც GPS CONTROL CONECT მოიცავს, ეს არის ობიექტების დამატება- მძღოლს შეუძლია ავტომატურად დაარეგისტრიროს კონკრეტული ობიექტი ადგილმდებარეობის მიხედვით, შესაბამისი ღილაკზე  დაჭერით სისტემაში ფიქსირდება იმ ადგილის კოორდინატები, სადაც მოცემული დროის მონაკვეთში თანამშრომელი იმყოფება. საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, უპირატესობები შემდეგნაირად გამოიყურება: 

  •  ერთდროულად გქონდეთ მიმოწერა რამოდენიმე მძღოლთან
  •  გაუგზავნოთ და მიიღოთ სურათები
  •  გაუგზავნოთ შედგენილი მარშრუტები
  •  მძღოლს საშუალება აქვს დაამატოს ან დაარედაქტიროს ობიექტები თავისი ადგილმდებარეობის მიხედვით
  •  გაუგზავნოთ დავალებები